workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ბარტერი შესთავაზა

“ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ბარტერი შესთავაზა

“მანჩესტერ სიტის” ცენტრალური მცველი, ემერიკ ლაპორტი, შესაძლოა, “ბარსელონას” შეუერთდეს.

ჟურნალისტ მიკელ ბლასკესიეს ინფორმაციით, წარმოშობით ბასკი ფეხბურთელი აღფრთოვანებულია კატალონიურ კლუბში თამაშის იდეით. წყაროს ცნობით, 27 წლის მცველს კლუბი და ქალაქი უყვარს.

“ბარსელონამ” “სიტის” ტრანსფერზე უკვე მიმართა გაცვლითი გარიგებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები. ასევე უცნობია იმ მოთამაშის ვინაობა, რომელიც, შესაძლოა, ბარტერში ჩაერთოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Don_Andresito
    schedule 26 ივნ 2021, 18:09
    #10

    ციტატა: El pistolero 9
    რობერტოა ის უეჭველი ვისაც უცვლიან. იქეთ ალბა- ბასტონი და ლენგლე უმტიტის მაგივრად ლაპორტი-ბასტონი რო გყავს მაგრად ასწორებს. კარგ მარცხენა მცველს კიდე მოვძებნით რამენაირად


    ბასტონი ლაპორტიდან ერთი მოვა მარტო. ორივე შანსი არაა. ბასტონიში ალბას კიდე არ დაკმაყოფილდებიან, სად ბებერი ალბა და სად ახალგაზრდა პერსპექტიული ცენტრი. 80 მაინც ღირს. ლაპორტე კიდე სათადარიგო მოთამაშეა სიტისთვის და გვარდიოლას ფაქტორიც ხო არის, გულში ქომაგობს ბარსას და დათანხმდება რობერტოს ან ტრინკაოს ვარიანტს. თან თუ სილვაც გაუშვა მაჰრეზიც შეიძლება წავიდეს, ტრინკაო არის ვარიანტი პეპისთვის. იქნებ აათამაშოს, პრემიერლიგის სტილს მოუხდება

  • El pistolero 9
    schedule 26 ივნ 2021, 16:09
    #9

    რობერტოა ის უეჭველი ვისაც უცვლიან. იქეთ ალბა- ბასტონი და ლენგლე უმტიტის მაგივრად ლაპორტი-ბასტონი რო გყავს მაგრად ასწორებს. კარგ მარცხენა მცველს კიდე მოვძებნით რამენაირად

  • nika 54
    schedule 26 ივნ 2021, 15:00
    #8

    რობერტო მისცენ, თვითონ არ ითხოვდნენ.

  • me da barca
    schedule 26 ივნ 2021, 11:51
    #7

    კლუბი და ქალაქი მეც მიყვარს, თუ ესაა მთავარი მოდით და წამიყვანეთ. რაღაცაში გამოგადგებით და ხელფასსაც შევიმცირებ მაქსიმალურად. laughing barca-1

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 26 ივნ 2021, 11:49
    #6

    გაყიდეთ ლენგლე უმტიტი და აღებული სესხიდან დაამატეთ ცოტა და კუნდე მოიყვანეთ

  • Albicelecte
    schedule 26 ივნ 2021, 11:39
    #5

    ვუყურებ და ცოტათი დაემსგავსა გარეგნულად ლენგლეს… თუ მეჩვენება?!?!?!?! scream scream

  • M10 S9 D11
    schedule 26 ივნ 2021, 11:07
    #4

    უკეთესი ვარიანტებიც არსებობს

  • Anssumane
    schedule 26 ივნ 2021, 10:44
    #3

    დიდი სიამოვნებით ვიხილავი ამის და გარსიას დუეტს ეს ნაკრებისთვისაც კარგი იქნებოდა

  • La Pulga10
    schedule 26 ივნ 2021, 10:36
    #2

    ლენგლე 2-ია,მე არ მომწონს და რავი მაშინ ლენგლე მოაშორონ თორემ ამ ორს ერთად ვერ ვუყურებ.

  • BEQA BARCA
    schedule 26 ივნ 2021, 09:34
    #1

    არაა ცუდი ვარიანტი მარცხენა ცენტრისთვის…