კატალონიელი მწვრთნელი, ალბერ კაპელიასი, “ბარსელონაში” იმუშავებს – წერს Sport.
53 წლის სპეციალისტი, რომელსაც კლუბის სტრუქტურაში თანამდებობა ადრეც ეკავა, “ბლაუგრანაში” ამჯერადაც ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაზე იზრუნებს.
კაპელიასი აქამდე დანიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. უნგრეთსა და სლოვენიაში ახლახანს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მისმა გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა: დანიამ ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთი, რუსეთი და ისლანდია გოლის გაშვების გარეშე დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი გერმანიასთან, რომელიც ტურნირის ჩემპიონი გახდა, თამაში პენალტების სერიამდე მიიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ალბერს ნაკრებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა.
ადგილობრივი მედია კაპელიასის “ბარსაში” დაბრუნებას ძალიან კარგ სიახლედ მიიჩნევს.




გვეშველა!
ლა მასიას სერიოზულად უპირებს ლაპორტა რეკონსტრუქციას. ამ დეკადაში იქედან ბარსაში წარმატებას ვერავინ მიაღწია რობერტოს თუ არ ჩავთვლით. პენია, მინგესა, გონსალესი, პუჩი, კოლადო, მორიბა-იმედია ესენი მიაღწევენ წარმატებას