სლოვაკეთთან 5-0 მოგებულ შეხვედრაში სერხიო ბუკსეტსმა ამ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. ბუსკეტსის დაბრუნება ესპანელთა თამაშის ხარისხსაც შეეტყო. “ფურია როხამ” პირველი გამარჯვება მოიპოვა.
თამაშის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“ძალიან აღელვებული ვარ. რთული პერიოდი მქონდა, 10 დღე სახლში ვიჯექი და ჯერ არ ვიცოდი, შევძლებდი, თუ არა დაბრუნებას.”
“ეს გუნდი უბრალოდ გასაოცარია. მინდოდა, რომ აქ მათთან ერთად ვყოფილიყავი, ვინაიდან, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია. სწორედ ასეთი მომენტების გამო მიყვარს ფეხბურთი.”
“ეს არის გზა, რითაც უფრო გავუმჯობესდებით. გამარჯვება კი გამბედაობას და ფსიქოლოგიურ სიძლიერეს შეგვმატებს.”
“ამ გუნდში სათამაშო დრო ისევ მაქვს. მას შემდეგ, რაც უთამაშებლობა მომიწია, დღეს მოედანზე ყოფნა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მეორე ტაიმში კუნთზე დისკომფორტი ვიგრძენი და მწვრთნელთან შეთანხმების შემდეგ მოედნიდან გასვლით რისკი თავიდან ავირიდეთ.”
“ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტებს ვხვდებით. იმედი მაქვს, ასეთ წარმატებულ სვლას განვაგრძობთ და მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით.”
“ხორვატია შეცვლილია, რადგან მათმა 1-2-მა ვეტერანმა სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა, მაგრამ ხორვატებს ახალი თაობაც ძალიან ნიჭიერი ჰყავთ. მათთან ერთად თამაშობენ გამოცდილი და უმაღლესი დონის ფეხბურთელები, ჰყავთ კარგი მწვრთნელი, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ გუნდს ქმნის.”
“რაც შეეხება პენალტს, ის ადამიანები, რომლებიც ცდებიან ან არ გამოსდით, წარუმატებლობის მიუხედავად, საკმარისად მამაცები მაინც არიან, რათა პასუხიმსგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ვფიქრობ, პენალტის ვერგამოყენებამ კიდევ უფრო მეტი შემართება შეგვმატა, რამაც ბოლოს წარმატება მოგვიტანა.”
სერხიო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მისი პერსონალური სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- 71 წუთი
- 60 ბურთზე შეხება
- 51 პასი
- პასის სიზუსტე 86%
- 2 Key პასი
- 5 გრძელი პასი
- გრძელი პასის სიზუსტე 100%
- 5 მოგებული ორთაბრძოლა
- 100% მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა
- 1 ართმევა
- 1 ვარდნა




ფრენკი???
მოკლედ რაც არ უნდა ლანღოთ ეს "პენსიონერი" უამისოდ თამაში არ მიდის, ერთი ტვინიანი არ არის გუნდში.
4 კაცი ლურჯ-ბროწეულისფერი და 0 თეთრი
ქეც დაეტყო გუნდის თამაშს
მას შემდეგ, რაც მადრიდელებმა წაიყვანეს "პალაჟენია" გუნდში, კი ჰქონდა ნაკრებს დარხეული
რაშვება ტიპი ასეთს არც ნაკრები ვარგა უამისოდ და არც კლუბი. ბუსი🙌🙌
შენს გარეშე არაფრად ვარგანან ჯიგო.