workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
განადგურებული სლოვაკეთი და “ფურია როხა” მერვედფინალშია

განადგურებული სლოვაკეთი და “ფურია როხა” მერვედფინალშია

ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2020-ზე პირველი გამარჯვება სლოვაკეთის წინააღმდეგ იზეიმა. აქამდე ესპანელებს ევროპის ჩემპიონატზე 5 გოლი არასდროს გაუტანიათ.

3 ქულის მოპოვება ლუის ენრიკემ მაშინღა შეძლო, როდესაც თერთმეტეუს სერხიო ბუსკეტსი დაუბრუნდა.

გოლების ავტორები აიმერიკ ლაპორტი, პაბლო სარაბია და ფერან ტორესი არიან. ორი გოლი კი დუბრავკამ და კუჩკამ საკუთარ კარში გაიტანეს.

ჟორდი ალბამ და პედრიმ მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს. გარსია და ბუსკეტსი კი 71-ე წუთზე შეცვალეს. ალბამ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, პედრი სამ საგოლე ეპიზოდში პრე-ასისტის ავტორად მოგვევლინა. ცენტრალური დაცვის დუეტი კი საიმედოდ გამოიყურებოდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სერხიო ბუსკეტსი დასახელდა.

ესპანეთი E ჯგუფიდან მე-2 ადგილით გავიდა, ფლეიოფის საწყის სტადიაზე “ფურია როხას” მეტოქე ხორვატია იქნება. მათი მერვედფინალი 28 ივნისს კოპენჰაგენში გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 24 ივნ 2021, 12:26
    #8

    მეკარემ მაგარი გოლი გააძრო საკუთარ კარში

  • DE PE FA
    schedule 24 ივნ 2021, 10:55
    #7

    სადაა ის მომხმღებელი ფეხბურთელების ამოცნობა რო მარტო მაგან იცის და სხვა ყველა საცოდავია ვინს მის სიტყვას არ ეთანხმება.პედრია უინტელექტო და დებილი ხო😅რაღაც არ ჩანს საიტზე პედრიზე არ აქ სათქმელი და რას გამოჩნდება ჯერ

  • nika 54
    schedule 24 ივნ 2021, 10:03
    #6

    ციტატა: Moriba
    პედრის ბრავოო იმენა დახატა დღეს რა პასებს ჩითავდა გამოჩნდა დღესაც რო ბუსკეცი დიდი ძალაა ესპანეთისთვის


    გარსიასაც და ლაპორტსაც არა უშავდა.

  • El pistolero 9
    schedule 24 ივნ 2021, 01:27
    #5

    კოკე არ მომწონს ძირითადისთვის. ფაბიან რუისი და ტიაგო რო გყავს კოკეს რატო უნდა ათამაშებდე?

  • ჯორჯ
    schedule 23 ივნ 2021, 23:12
    #4

    პირველზე რომ გასულიყვნენ მარტივ ბადეში იქნებოდნენ ახლა და შეიძლებოდა ფინალში გამძვრალიყვნენ

  • davidus2020
    schedule 23 ივნ 2021, 22:52
    #3

    პედრი დღეს კარგი იყო,მთავარია ასე ახალგაზრდა ასაკში,ამხელა დატვირთვას გაუძლოს. ბარსაში მთელი სეზონი შეუცვლელად ჩაატარა, ნაკრებშიც შეუცვლელია!!

  • La Pulga10
    schedule 23 ივნ 2021, 22:00
    #2

    პედრი 18 წლისაა და შეუცვლელია როჟა,ნახ.დაცვის ლიდერია ლამის,ბუსიმ ყველაფერი შეცვალა,კოკეს ალკანტარა ჯობია,ორ ცაცია ცენტრს კიდევ ჯობია ერთი გარსია იყოს და მეორე პაუ ან ლენგლე 2,შეტევაში რავიცი ძმაო რა ვთქვა მაზილები და ალბა და ასპილიკუეტა ძაან კაია.

  • Moriba
    schedule 23 ივნ 2021, 21:57
    #1

    პედრის ბრავოო იმენა დახატა დღეს რა პასებს ჩითავდა გამოჩნდა დღესაც რო ბუსკეცი დიდი ძალაა ესპანეთისთვის