workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” დეპაის დღეს ან ხვალ გაიფორმებს

“ბარსელონა” დეპაის დღეს ან ხვალ გაიფორმებს

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, მემფის დეპაი უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელია. 

რომანოს ინფორმაციით, მოსაგვარებელი მხოლოდ ნიდერლანდელი მოთამაშის იურისტებთან ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებაა. თუ ეს პროცესი დაგეგმილზე დიდხანს არ გაგრძელდა, კლუბი ტრანსფერს დღეს ან ხვალ დაადასტურებს. 

“ბარსასთან” მოლაპარაკების პარალელურად დეპაი ევროპის ჩემპიონატზე თავის ეროვნულ ნაკრებს ეხმარება. ჰოლანდიას 2 ტურის შემდეგ 2 მოგება აქვს, ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩს კი ორშაბათს, 21 ივნისს გამართავს. წესით, მემფისი ამ დროს უკვე “ბლაუგრანას” მოთამაშე უნდა იყოს. 

27 წლის დეპაი 2017 წლიდან “ლიონში” თამაშობდა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადავიდა. ფრანგულ კლუბში მის ანგარიშზე 178 მატჩი და 76 გოლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 20 ივნ 2021, 11:00

    მორჩა, გუნდი გვყავს აწყობილი საათივით. ტრებლი ჩვენია!!!! barca-6

  • M.MN10
    schedule 19 ივნ 2021, 18:50

    დებელეს ყველა ეკაიფება მგონი 😂😂

  • ჯორჯ
    schedule 19 ივნ 2021, 18:30

    უნგრელებს კლასი არ აქვთ თორემ ჩანს რომ არაა საფრანგეთი სუპერ ფავორიტი

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივნ 2021, 18:26

    გრიზმოოო <3

  • NEYBarca
    schedule 19 ივნ 2021, 18:04

    გაუყარეს ბენზემა მპაპეს დუეტს ხახაში , უფრო მეტად ათამაშონ ერთმანეთში ბურთი და სხვას არ მისცენ. ჟირუ მართლი ყოფილა პასს მე არ მაძლევენო რო გაატრაკა , უეჭველი მპაპეს დაასხა ირიბად და მაგიტო აყაყანდა ის კუს და ბაყაყის ნაჯვარს რო გავს.

  • Albicelecte
    schedule 19 ივნ 2021, 18:04

    საინტერესოა, გამოიყვანს თუ არა დეშამი გონებაჩლუნგს მოედანზე?! ეხლაა საინტეროსა ნაკრებში რისი მაქნისია
    უცნაური სქემით კი თამაშობს საფრანგეთი, ფაქტობრივად, ვინგერების გარეშე
    1 უკანა, ე.წ. მე-2 ფორვარდი, გრიზმანი და 2 ცენტრფორვარდი, მბაპე და ბენზემა
    დემბელე რომ გამოიყვანოს, მაგრად გარისკავს, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო ტურში პორტუგალია ყავს (მაგარი ძაღლი გუნდი)
    თუ უნდა, რომ პორტუგალიასთან თამაშს ფინალის დატვირთვა მისცეს, ეგ უკვე სხვა ამბავია
    სავარაუდოდ, ჟიღუს გამოიყვანს ბენზემას მაგივრად

  • BaKuRa
    schedule 19 ივნ 2021, 17:48

    ბენზემა მაგარ ფორმაშია 🤦🏻‍♂️

  • Memphis Depay
    schedule 19 ივნ 2021, 17:42

    ციტატა: Lionel Messi – 10
    აუ რა ყ#ე არსებაა ეს ბენზემა… უეჭველი გამიმაზავს მაგათი მოგება.


    რაში ამდიდრებთ ნეტა ამ დამპალ ტოტალიზატორებს?

  • GiorgiGabe99
    schedule 19 ივნ 2021, 16:49

    ვაიმე რა ვეღარ მოაბეს თავი კიდე დებური როა არა გუშინვე დაადასტურებდნენ

  • cruyff9
    schedule 19 ივნ 2021, 16:43

    რით ვერ დადგა ეს დღეს და ხვალე))))))კაი ბლეფი ვინმეა ეს რომანო

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივნ 2021, 16:41

    დროზე გააფორმეთ რო მერე გასაშვებ იგროკებს მიხედოთ