workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ალბისელესტემ” პირველი 3 ქულა მოიპოვა

“ალბისელესტემ” პირველი 3 ქულა მოიპოვა

დასრულდა II ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც კოპა ამერიკის თასების მიხედვით, ერთმანეთს კონტინენტის ორი ყველაზე ტიტულიანი ნაკრები ხვდებოდა.

ლეო მესისა და სერხიო აგუეროს არგენტინამ მიმდინარე ჩემპიონატზე აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა. ლეომ მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა, რა დროშიც ასისტი შემოგვთავაზა. სწორედ მესის ჩაწოდების შემდეგ ბურთს გვიდო როდრიგესი დახვდა და ბრავოს კარიც დალაშქრა.

აგუეროს დრო მეორე ტაიმშიც არ მიეცა. ურუგველთა რიგებში ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა რონალდ არაუხო კვლავ სათამაშო დროის გარეშე დატოვა.

მომდევნო მატჩს არგენტინა პარაგვაის წინააღმდეგ გამართავს, ურუგვაი კი ჩილეს დაუხვდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 19 ივნ 2021, 18:25
    #10

    ბრავოს კარი დალაშქრა?!
    აქაც ბრავო დგას?

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2021, 13:36
    #9

    არვიცი ფინალამდე თუ მივიდნენ ბრაზილია ამათ ისე შეჭამს ყელზეც არ დაადგება. თუ სადმე ფინალამდე გადაეყარენ მითუმეტეს.

  • Albicelecte
    schedule 19 ივნ 2021, 12:41
    #8

    ციტატა: Nugo
    რა ჩამოსხმა ფედერაცია ჰყავს არგენტინას. დავიწყოთ იმით, დიბალა რატო არ ჰყავთ წაყვანილი, მერე მეორე ხერონიმო რული, კაცმა ევროპა ლიგა მოიგო, რომელს არ სჯობია არგწნტინის მეკარეებიდან, ან პეროტი ვიზე ნაკლებია, რომ არ წაიყვანეს, თუნდაც ლამელა, ანდაც ხუაკინ კორეა, ბოლო-ბოლო კაცი ატლეტიკოში თამაშობს… მერე იტყვიან ვერაფერი მოვივეთო და მარტო მესიმ რა უნდა ქნას ესეთ საბანძეთში…


    ორივე კორეა ყავს წაყვანილი, რული უნდა წაეყვანა და კიდევ ფოიტიც (უხეშია ფოიტი და იცის სკალონიმ რას ნიშნავს წითელ-ყვითელი ფერები, უარესი ყასაბი იყო თვითონ), ლამელაც გამოადგებოდა

    ციტატა: La Pulga10
    ბიჭო აი მართლა ჩამოსხმაა ეს სკალონი.ლაუტარო,ოტამენდი,გონსალესი საშინელებაა.წესიერი მცველი ხო ჰყავს ვერ ვხვდები ოტამენდის რატომ აყენებ.გუნდში სულ რამდენიმე კაცია ვინც ცდილიბს მოგებას:მესი,მეკარე მარტინეზი,დე პაული და მცველი როა ოღონდ გვარს ვერ ვიხსენებ,ეგაა და ეგ დანარჩენებმა არ იციან რას შვებიან სად არიან.


    კრისტიან რომერო იყო ძალიან კარგი ატალანტაში და ეგ უნდა დააყენოს

  • La Pulga10
    schedule 19 ივნ 2021, 11:46
    #7

    ბიჭო აი მართლა ჩამოსხმაა ეს სკალონი.ლაუტარო,ოტამენდი,გონსალესი საშინელებაა.წესიერი მცველი ხო ჰყავს ვერ ვხვდები ოტამენდის რატომ აყენებ.გუნდში სულ რამდენიმე კაცია ვინც ცდილიბს მოგებას:მესი,მეკარე მარტინეზი,დე პაული და მცველი როა ოღონდ გვარს ვერ ვიხსენებ,ეგაა და ეგ დანარჩენებმა არ იციან რას შვებიან სად არიან.

  • Giorga
    schedule 19 ივნ 2021, 10:45
    #6

    DE PE FA,
    დაცვა არც საბელას ყავდა სასწაული მარა გოლს არ უშვებდენ 90 წუთი რო მდგარიყვენ ზუსტად ესაა მათი პლიუსი კონტრაზე როცა აგებენ თამაშს არასდროს ცუდ შეცდომას არ უშვებენ ბურთის გორება ამათი საქმე არაა მიე ბურთი და მერე კონტრაზე დიმარია ლაუტარო მესი დეპაული პარედესი გააპობენ ლუბოის ძაან სწრაფად გადადიან კონტრაზე თან ფლანგები კაი ყავს დაცვის ხაზში 1 ოტამენდი ატრაკებს მეკარეც პრემიერ ლიგის საუკეთესოა მამენტ და რომერო კიდე მაგარი მცველია არაა ცუდი გუნდი პროსტა შემტევებმა გოლის გატანა უნდა დაამუღამონ

  • Nugo
    schedule 19 ივნ 2021, 09:44
    #5

    რა ჩამოსხმა ფედერაცია ჰყავს არგენტინას. დავიწყოთ იმით, დიბალა რატო არ ჰყავთ წაყვანილი, მერე მეორე ხერონიმო რული, კაცმა ევროპა ლიგა მოიგო, რომელს არ სჯობია არგწნტინის მეკარეებიდან, ან პეროტი ვიზე ნაკლებია, რომ არ წაიყვანეს, თუნდაც ლამელა, ანდაც ხუაკინ კორეა, ბოლო-ბოლო კაცი ატლეტიკოში თამაშობს… მერე იტყვიან ვერაფერი მოვივეთო და მარტო მესიმ რა უნდა ქნას ესეთ საბანძეთში…

  • DE PE FA
    schedule 19 ივნ 2021, 08:41
    #4

    ციტატა: Giorga
    სასწაული მოხდა დაცვაში მაგრად იდგენ


    ეჭვი მაქ პირველი და უკანასკნელი იყო😁არგენტინა და დაცვა თან ძლიერი ცოტა არ იყოს და უხერხულად მეჩვენება.მწვრთნელი ცალკე კოშმარი.ლაუტარო დემბელეზე ყეტი😀ასე წვალებით თუ მივლენ ფინალამდე და იქ რავი მესი თუ იზავს იმას რაც ვერ ქნა 15 წელი😀მესის გამო თუ გენდომება კაცს არგენტინის მოგება თორე რა საბალეშიკო ნაკრები არგენტინაა.

  • Giorga
    schedule 19 ივნ 2021, 06:02
    #3

    სასწაული მოხდა დაცვაში მაგრად იდგენ

  • Nikabedinadze
    schedule 19 ივნ 2021, 05:58
    #2

    ლაუტარო იყო საშინალება,რამდენჯერაც მიიღო ბურთი დაკარგა

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივნ 2021, 05:57
    #1

    მიაძაღლეს ეს თამაში აი ამას ქვია მიაძაღლეს ნიკო გონსალესი და ლაუტარო მარტინესი ორი ანომალია სრული კატასტროფა მე არ ვიცი ამ სკალონის თავში რა უდევს დი მარიას კორეას და აგუეროს მაგივრად ამ ორ ჩამოსხმას რო ათამაშებს