workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სეტიენი: ყველაფერს მე ვერ დავიბრალებ

კიკე სეტიენი: ყველაფერს მე ვერ დავიბრალებ

Cadena SER-თან “ბარსას” ყოფილმა თავკაცმა, კიკე სეტიენმა კატალონიურ კლუბში მომხდარ ამბებსა და მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, გუნდში არსებული პრობლემები მას დაბრალდა, რაც არასწორი იყო:

“როდესაც ერთ ადგილას მივიდივარ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ იქ სამუდამოდ დავრჩები. მიუხედავად ამისა, კარგად მაქვს გათვიცნობიერებული, რომ მწვრთნელობა მუდმივი სამუშაო არაა. თუ ვერ მოიგებ, სამ თამაშში თანამდებობას დაემშვიდობები.”
“მე ჩემი წილი პასუხი უკვე ვაგე. “ბარსელონაში” მისვლას არ ვნანობ, ეს ჩემი ოცნება იყო. თუმცა, იქ ყოფნისას ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე, რამაც გამაოცა. ურთულესი პრობლემები დამხვდა, რომელთა აღმოფხვრაც ან მოსაგვარებელი გზების მოძიება უბრალოდ არ შემეძლო.”
“მაგრამ ახლა უკან დაბრუნების და გახსენების დრო არაა. საბოლოოდ ყველაფერი კლუბისათვის უმძიმეს მდგომარეობამდე მივიდა, რასაც რამდენიმე რთული ეტაპი მოჰყვა. ნაწილობრივ პასუხისმგებლობას მეც ვიღებ, მაგრამ ყველაფერს საკუთარ თავზე ვერ დავიბრალებ.”

კიკე სეტიენი “ბარსელონას” სათავეში სეზონის შუა ნაწილში, ესპანეთის სუპერთასზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ჩაუდგა. მისი მწვრთნელობის პერიოდში გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან” გამანადგურებელი მარცხით კიდევ ერთი უმძიმესი ფიასკო განიცადა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2021, 13:42
    #7

    სისულელე იყო ამის მოყვანა და ვალვერდეს შუა სეზონში გაშვება. მაინც მგონია ვალვერდე მოახერხებდა რაღაცის მოგებას მითუმეტეს რო გაუშვეს ბარსა ლიდერი იყო ისევ.

  • Albicelecte
    schedule 19 ივნ 2021, 12:45
    #6

    ყველაფერს ვერ დაიბრალებს და ამაში მართალია
    ლენგლე ამისი მოყვანილი არაა და არც პიკესთვის უტქვამს, რომ თამაშზე უარი ეთქვა, არც სემედოსათვის და სერჟი რობერტოსათვის

  • Diana
    schedule 19 ივნ 2021, 07:11
    #5

    არ არის ეს კაცი ბარსელონას დონე

  • BEQA BARCA
    schedule 19 ივნ 2021, 06:01
    #4

    შენ ვინც მოგიყვანა იმის ბრალია ყველაფერი. შენი უფრო ცოტაა..⁸

  • me da barca
    schedule 19 ივნ 2021, 03:30
    #3

    შენ და შენი მომთრევის ოჯახი…

  • rivaldo80
    schedule 19 ივნ 2021, 02:18
    #2

    რას ვერ დაიბრალებ რაც შენ ბავარიასთან გაკეთეე აბა ვის უნდა დააბრალონ ხედავ იტენება გუნდი და არაფერი შეცვალე..

  • KING_BARCA
    schedule 19 ივნ 2021, 01:31
    #1

    შენ აყვავებულ ბარსელონაშიც ვერაფერს გააკეთებდი…ბარსელონას სირცხვილია რო შენ ოდესღაც იყავი ამ გუნდის მწვრთნელი…ადამიანი არვიცი როგორი ხარ, მაგრამ მწვრთნელი ხარ 0 ლი…