“მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო დონადონიმ Ole-სთან ინტერვიუში, თანამედროვე ფეხბურთის ორი უდიდესი ვარსკვლავი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს შეადარა:
მარადონასა და მესის ეპოქა ერთმანეთისგან განსხვავდება. ისინი ძალიან მომწონს, განსაკუთრებით – “ლა პულგა”.
ახლა საუბარი რონალდუსა და მესიზეა. მე ლეო უფრო მომწონს, რადგან ის ბევრად ტექნიკურია. როცა მატჩს ვუყურებ, არგენტინელის თამაში უფრო აღმაფრთოვანებს.
პორტუგალიელს ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლიონელს მოედანზე გუნდისთვის მეტი სარგებელი მოაქვს.
საინტერესოა, რომ ევროპის ტომ 5 ლიგაში, ბოლო 5 სეზონის განმავლობაში, ლეომ იმაზე მეტი გოლი გაიტანა (162), ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმ მონაწილეობა მიიღო (159). “ბარსას” კაპიტანმა ამ დროში 162 გოლი და 73 ასისტი მიითვალა.




არვიცი ვინმემ ორივეს თამაშს უყუროს და მერე უკეთესად რონალდუ დაასახელოს? მეეჭვება.
ჩემი პატივისცემა რამოსს როგორც არ უნდა გვძულდეს დიდი ლეგენდა და ეპოქალური მოთამაშეა👏🏻 ეხლა გავიგე რეალიდან რო წასულა და რაღაცნაირად მეწყინა.
ეჰ 5-10 წლის მერე აღარ შევადარებთ ერთმანეთს და ვიტყვით,რომ მსოფლიოს 2 საუკეთესო ფეხბურთელის ეპოქაში ვცხოვრობდით,თუმცა ყველამ ვიცით,რომ ლეო საუკეთესოა,მეტიც მადრიდისტებმაც კი იციან გულის კუნჭულში,რომ მესი უფრო დიდია.
ყველა ნორმალურად და საღად მოაზროვნს ადამიანი მასე ფიქრობს