“ბარსელონას” ამერიკელი შემტევს, კონრად დე ლა ფუენტეს, კლუბის დატოვება სურს, იტყობინება Catalunya Radio.
გამოცემა წერს, რომ კონრადი უკმაყოფილოა, რადგან რონალდ კუმანმა მას პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცა და “ბარსელონადან” წასვლას აპირებს.
მის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატა “მარსელმა”. ტრანსფერის შესახებ 19 წლის ფეხბურთელს ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, ესაუბრა. არსებული ცნობებით, “მარსელსა” და “ბარსელონას” შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
2020/21 წლების სეზონში, მან პირველი გუნდის რიგებში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა (“ფერენცვაროში”, “დინამო კიევი”, “კორნელია”), ჯამში – 36 წუთი. მის კონტრაქტს მოქმედების ვადა 2022 წელს ეწურება.
არაუშავს, თუ გაამართლა მერე 60-ად გამოვისყიდოთ.
გამოსყიდვის ან შემდგომში უპირატესი შესყიდვის უფლება დაიტოვონ.
ესეც და დემბელე ორივენი ნახ ჰაუზე… საფრანგეთში, ნუ ეს სახლშია, მაგრამ მარსელი კაი ვარიანტია, დემბელე კიდევ ლიჟბი გაიყიდოს
იჯარით გავუშვათ ჯობია ეს კიარა 21 წლისაა კოლადო და იმას არ აძლევს შანს და პუჩიც და 31 წლის პიანიჩიც გაახმო
ისევ იგივე ისტორია "კუმანი და ახალგაზრდობა"