კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშება დაიწყო. პირველ შეხვედრაში მასპინძელი ბრაზილია ვენესუელას დაუპირისპირდა. შეხვედრა “სელესაოს” იოლი გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირის პირველი გოლი მარკინიოსმა 23-ე წუთზე გაიტანა. 64-ე წუთზე ნეიმარმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, 89-ე წუთზე კი თავი გაბიგოლმაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3-0.
მიმდინარე კოპა ამერიკაზე ბრაზილიის განაცხადში მხოლოდ ერთი “ბარსელონელია” – მარჯვენა მცველი ემერსონი. 22 წლის ფეხბურთელი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=Xp2GUm68WUM]



მე მგონი მალე ნეიმარიც გაასწრებს მესის, ნაკრებში გოლებით. იქნება პელეს რეკორდსაც უფრო ადრე შეწვდეს. მოკლედ ეს ბრაზილია მე მგონი კოპასაც ულაპარაკოდ აიღებს.
თანაბარი შანსები აქვს სამ ოთხ ნაკრებს წელს,,ვნახოთ რაიქნება
ტიტეს ბრაზილიის ნახ. დაცვა პაკეტა-კაზემირო-ფრედი. მგონი ყველაფერი ნათქვამია
ვენესუელას 12 კაცი აკლდა და ახლები დაამატებინეს, ალბათ მაგათი ჩემპიონატის ხალხი, ვინც ნაკრებში გავლით იყო ისეთები და მოიგებდა სელესაო, აბა რას იზმადა? რასაც ვუყურე, დიდი არაფერი თამაში არ უჩვენებია, გამოვრთე და დავიძინე