Onda Cero იუწყება, რომ მემფის დეპაის ტრანსფერს ნიდერლანდელის ხელფასი აბრკოლებს.
იმისათვის რომ მემფისის ტრანსფერი არ გაჭიანურდეს, ორი გზა არსებობს. პირველ შემთხვევაში ფეხბურთელს უფრო ნაკლებშემოსავლიან კონტრაქტზე დათანხმება მოუწევს (წინასწარი ინფორმაციით, საუბარი 3-წლიან ხელშეკრულებაზეა). მეორე შემთხვევაში კი კლუბს ჯერ ფეხბურთელების გაყიდვა დასჭირდება, რათა მომავალში ფინანსური პრობლემები არ შეექმნას.
ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ არსებული საფრთხეების მიუხედავად, კლუბი ნიდერლანდელის ტრანსფერში კვლავ თავდაჯერებულია. ხელმძღავნელობის აზრით, ევრო 2020-ის პირველ ოფიციალურ შეხვედრამდე დეპაი კონტრაქტს ხელს მაინც მოაწერს.
სწორედ ეკონომიკურად მომძლავრებისათვის წამსვლელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელიც მიემატა. Sport-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ რონალდ კუმანს უთხრა, რომ ფრანსიშკუ ტრინკაუს გასხვისება იქამდე სურთ, სანამ პორტუგალიელით სარფიანი გარიგების გაჩარხვაა შესაძლებელი.
კუმანი კი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ტრინკაუს პოზიციაზე შემცვლელს შეიძენენ.




კუმანი კი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ტრინკაუს პოზიციაზე შემცვლელს შეიძენენ.
ტრინკაუს შემცვლელს? რა ძირითადის ესა მყავს რო შემცვლელი მოუძებნონ სეზონში ორი-სამი თამაში არ გამოუვა რო გადააბა წუთები
ტრინკაოს კოლიადო შეცვლის. ან თუ დემბელეს არ ყიდიან რაღათ უნდათ ტრინკაოს შემცვლელი. ისე დეპაი დიდად არ მევასება. უბრალოდ ვრინალდუმის მერე ესეც რო დავკარგოთ კუმანი იტყვის ისევ არავინ მიყიდესო