“ალექსისი სრულიად წესრიგშია. საერთოდაც ეს ჩემი საქმე არ არის–ჰკითხო ყოველ დღე გაყიდეს ის თუ არა, მაგრამ მე ვფლობ თქვენზე მეტ ინფორმაციას”.– უპასუხა ბორგმა, როდესაც მეასედ ჰკითხეს ჩილელი თავდამსხმელის შესახებ. ბორგმა დაადასტურა, რომ ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაციები სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით: “ის უკვე გაყიდეს სამოცჯერ თუ ოთხმოცჯერ, მაგრამ ალექსისი მშვიდადაა, მხოლოდ ცოტათი ღელავს, რაც 22 წლის ბიჭისთვის სავსებით ნორმალურია. გუშინ სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელს შორის მნიშვნელოვანი დისკუსიის დროს აღინიშნა ლეო მესის სიტყვები სანჩესის მიმართ. ეს დიდი კომპლიმენტია, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელი ასე ცხადად საუბრობს ჩილელ ფეხბურთელზე”.–აღიარა ბორგმა.
ბორგმა განაცხადა, რომ ჩილელი ფეხბურთელის “უდინეზედან” “ბარსაში” გადასვლა ჭირდება “დრო”: “მსურს ყველაფერმა მალე ჩაიაროს და ჩვენც აღარ ვწუხდეთ იმაზე, რომ შემადგენლობაში გვყავს ძვირფასი ფეხბურთელის, რომელიც არ არის რეგისტრირებული კლუბში”.– ხაზი გაუსვა მწვრთნელმა.
