workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ხელმძღვანელები მეკარის დამატებაზე მსჯელობენ

“ბარსელონას” ხელმძღვანელები მეკარის დამატებაზე მსჯელობენ

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდისთვის მეორე მეკარის შერჩევაზე მსჯელობენ. 

თითქმის გადაწყვეტილია, რომ 31 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეტუ, რომელიც “ბარსას” 2019 წელს “ვალენსიადან” შეუერთდა, ზაფხულში კლუბიდან წავა. კლუბს მისი ჩანაცვლების ორი ვარიანტი აქვს: სხვა მეკარის შეძენა ან სარეზერვო გუნდის რომელიმე მოთამაშის იმედზე ყოფნა. მომხრეები ორივე მოსაზრებას ჰყავს. 

“ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში შემდეგი მეკარეები თამაშობენ: ინიაკი პენია, რომელიც პირველი გუნდის განაცხადში პირველად ჯერ კიდევ 2018 წელს მოხვდა, თუმცა მოედანზე არ გასულა, არნაუ ტენასი და ლაზარ ცარევიჩი. 

რაც შეეხება პოტენციურ ტრანსფერს – პრესაში ყველაზე ხშირად ჯანლუიჯი დონარუმაზე იწერება. 22 წლის იტალიელის “მილანიდან” წასვლა უკვე დადასტურებულია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2021, 17:17
    #10

    მე რომ მკითხოთ არც ნეტუს არ ჭირს არაფერი. თუ სასწაულ ხელფასს არ იღებს და აწყობს სკამზე ჯდომა იყოს.

  • Don_Andresito
    schedule 05 ივნ 2021, 16:05
    #9

    ციტატა: nikusha
    ზოეტი
    ოჩოა
    ტიმ კრული
    რუი პატრისიო
    გუაიტა
    რობლესი
    ჰორნი
    პავლენკა
    კასტეელსი

    ამათგან ვის ისურვებდით?


    ფულის გადახდა რო არ მოგვიწიოს და თან საიმედო მე2 მეკარე დავითრიოთ ლა ლიგიდანვე ორია ასეთი, დმიტროვიჩი ეიბარიდან და პენალტების მამა რუი სილვა გრანადადან. ორივე უფასოა. ინაკის ნდობაც შეიძლება მარა შტეგენი სტარტს გამოტოვებს და დაგვჭირდება მეკარე. შენი სიიდან რუი პატრისიოა დონე, ფეხითაც რო კარგად თამაშობს

  • El pistolero 9
    schedule 05 ივნ 2021, 11:33
    #8

    nikusha,
    ოჩოა ძაან გიჟი მეკარეა და საკლუბო კარიერა ვერ აიწყო

  • nikusha
    schedule 04 ივნ 2021, 22:25
    #7

    ზოეტი
    ოჩოა
    ტიმ კრული
    რუი პატრისიო
    გუაიტა
    რობლესი
    ჰორნი
    პავლენკა
    კასტეელსი

    ამათგან ვის ისურვებდით?

  • M10 S9 D11
    schedule 04 ივნ 2021, 22:16
    #6

    პენია დააწინაურეთ დონარუმას და რაიოლას უხადე ეხლა მილიონები სადაა მაგათი გასაძღომი ფული

  • Diana
    schedule 04 ივნ 2021, 21:17
    #5

    ნოიერი , ბუფონი , კასილასი , კანი , ჩეხი ვინც გინდათ დააყენეთ , ლენგლე და უმტიტი თუ დარჩება კვლავ დარხეული გვექნება

  • KING_BARCA
    schedule 04 ივნ 2021, 20:39
    #4

    დებილები ხართ ჩემი გადმოსახედიდან…რაც მისახედია იმას მიხედეთ…დირკა დაცვა რო გყავთ…..

  • Albicelecte
    schedule 04 ივნ 2021, 20:36
    #3

    არა, დონარუმა რაიოლას ლეკვია, რაც არაა მომგებიანი

  • La Pulga10
    schedule 04 ივნ 2021, 20:14
    #2

    NEYBarca,
    კაი

  • NEYBarca
    schedule 04 ივნ 2021, 19:42
    #1

    ნეტუ შევინარჩუნოთ , დონარუმა უფასოდ მოვიყვანოთ და შტეგენის გაყიდვიდან აღებული ფულით კუნდე და პაუ ტორესი ვითრიოთ.
    ან მცველებიდან მარტო კუნდე და ერთი ჟილკიანი ვინმე ჩამშლელი 🙂