workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 რამ, რაც ერიკ გარსიაზე უნდა ვიცოდეთ

10 რამ, რაც ერიკ გარსიაზე უნდა ვიცოდეთ

ერიკ გარსია უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელია. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი დღეს კატალონიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი გვთავაზობს ერიკ გარსიას შესახებ 10 საინტერესო ფაქტს, რომლებიც უნდა ვიცოდეთ:

  1. ერიკ გარსია “ბარსას” აკადემიას 2008 წელს შეუერთდა. იქამდე, სანამ ესპანელი ახალგაზრდა “ლა მასიაში” ჩაირიცხებოდა, აკადემიაში მისი გუნდის სახელწოდება “დანი ალვესი” იყო.
  2. გარსია “ლა მასიაში” 3-ნომრიან მაისურს ატარებდა. იგი ყველა ახალგაზრდულ გუნდში, სადაც მას უთამაშია, კაპიტანი იყო.
  3. ერიკ გარსიამ რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, რომ, როდესაც ის “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, მისი კუმირები ხავიერ მასკერანო და კარლეს პუიოლი იყვნენ.
  4. ერიკ გარსია და ანსუ ფატი შესანიშნავი მეგობრები არიან. ორივე მათგანი ერთსა და იმავე გუნდში 5 სეზონი თამაშობდა. ახლა ისინი ოცნებას აიხდნენ და ამჯერად უკვე ერთად “ბარსელონას” პირველ გუნდში ითამაშებენ.
  5. გარსია ასევე “ბარსა ბ-ში” არნაუ ტენასთან ერთად ასპარეზობდა.
  6. ერიკ გარსიას დებიუტი “მანჩესტერ სიტიში” 2018 წლის 18 დეკემბერს კარაბაოს თასზე “ლესტერის” წინააღმდეგ შედგა.
  7. გარსია “სიტის” 19-წლამდელთა გუნდს 16 წლის ასაკში შეუერთდა. ერიკის გუნდმა 2017/18 წლების სეზონში ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ითამაშა, სადაც იგი “ბარსას” დაუპირისპირდა და 4-5 წააგო.
  8. 20 წლის ასაკში გარსიას უკვე მოგებული აქვს პრემიერ ლიგა, 4 ინგლისის თასი, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი და ინგლისის სუპერ თასი.
  9. გარსია “ბარსელონას” სკოლის აღზრდილი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს.
  10. ერიკი “ბარსას” 23-ე ფეხბურთელია გვარად ‘გარსია’. იგი ესპანეთში ყველაზე გავრცელებული გვარია, თუმცა კატალონიურ კლუბს 2003/04 წლების სეზონის შემდეგ გვარად ‘გარსია’ არცერთი მოთამაშე არ ჰყოლია.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 01 ივნ 2021, 23:09
    #4

    რამდენი ტიტულები ქონია ტიპს, დაუფასდა შრომა, როგორც დუგლასს ბარსაში. smiley

  • MARI=BARCA-fan
    schedule 01 ივნ 2021, 15:26
    #3

    ციტატა: nika 54
    გარსია "ბარსელონას" სკოლის აღზრდილი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს.
    და ფატი არ იყო ბარსელონას აღზრდილი.


    კი, მართალი ხართ – 1 წლით და 10 თვით არის ფატი გარსიაზე პატარა.. heart_eyes
    და პედრიც პატარაა – 3 კვირით არის ფატიზე უფრო პატარა laughing

  • nika 54
    schedule 01 ივნ 2021, 15:07
    #2

    გარსია "ბარსელონას" სკოლის აღზრდილი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს.
    და ფატი არ იყო ბარსელონას აღზრდილი.

  • Ronaldinho..
    schedule 01 ივნ 2021, 14:28
    #1

    2 ფაქტი ,ყველაზე მნიშვნელვანი ფაქტია რაც აქ წერია❤️