“ბარსელონას” კიდევ ერთი ტრიპლეტის მოგება შეუძლია. ამჯერად ეს შანსი გოგონათა გუნდს აქვს. მათ “რეალი” 4:0 დაამარცხეს და კოპა დე ლა რეინას ფინალში გავიდნენ. კატალონიელთაგან დუბლი ალექსია პუტელასმა შეასრულა, ბრუნა ვილამალამ და მარიონა კალდენტეიმ კი თითო-თითო გოლი შეაგდეს.
“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ამ სეზონში უკვე მოახერხა შიდა ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება, კოპა დე ლა რეინას თასზე გამარჯვების შემთხვევაში ლუის კორტესის შეგირდები ტრიპლეტს იზეიმებენ.
Sport-ის ცნობით, კოპა დე ლა რეინას ფინალი 30 მაისს გაიმართება, “ბარსელონას” მეტოქე კი დღეს “ატლეტიკოსა” და “ლევანტეს” დაპირისპირებაში გაირკვევა.
"ბარსელონას" ქალთა გუნდი კოპა დე ლა რეინას ფინალშია
Copa del Rey ასე ეწოდება ესპანეთის სამეფო თასს. ლა რეინა საიდან მოიტანეთ?
სადაც ლიგა დადეს, ესენი ვის დაკარგვია.
ყოჩაღ გოგონებს
წაუგებლად მოიგეს ჩემპიონატი და რა უნდა მოხდეს რო ეს მატჩი დათმონ ფაქტიურად ჯიბეში უდევთ ეგ თასიც
რეალი აიხვიეს ძაან ისე, ააგდეს და აბურთავეს…. ))) წარმატებები გოგოებს