“ბარსელონა” სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას მომავალზე საუბარს მიმდინარე კვირაში ფეხბურთელების აგენტებთან დაიწყებს. კატალონიის რადიოს ცნობით, ალბასა და ბუსკეტს გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ სურთ, რაც კლუბის მწვრთნელის ბედი გაირკვევა. ესპანელებს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აქვთ გაფორმებული. მიმდინარე სეზონში კუმანისთვის ისინი საკვანძო მოთამაშეები იყვნენ და რეგულარულად თამაშობდნენ. კატალონიის რადიოს ინფორმაციით კი ბუსკეტსი და ალბა შიშობენ, ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ მათი სათამაშო დრო არ შემცირდეს. ამდენად, ფეხბურთელები რონალდ კუმანის ირგვლივ შავი ღრუბლების გაფანტვას ელიან.
ბუსკეტსი და ალბა თავიანთ მომავალს კუმანის საკითხის გარკვევის შემდეგ გადაწყვეტენ
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
ბუსკეტსი და ალბა შიშობენ, ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ მათი სათამაშო დრო არ შემცირდეს. ამდენად, ფეხბურთელები რონალდ კუმანის ირგვლივ შავი ღრუბლების გაფანტვას ელიან.
ამათ ხო არ დაავიწყდათ, სუარესის ამბავი. თუ ის, მოსვლამდე რო გასაყრელთა სიებში ყავდა ორივე კუმანს.
გამოდის, რომ ამათვის მთავარია დრო მისცეს კუმანმა, თორემ კუმანი, რომ გუნდს ტრ…კენ მიაქანებს ეგ არაფერი?
თუ ძველ ფორმასთან მიახლოვებულ ვერსიას ვიხილავთ ითამაშებენ რეგულარულად, ბუსის მაინც სკამზე გადავსვამდი თან დეიონგი მაგის შემცვლელი უკვე გვყავს გუნდში, ალბას რაც შეეხება ვფიქრობ მესის შემდეგ საუკეთესო იყო ამ სეზონში
არცერთის წასვლა არმინდა, ნუ დიდი ალბათობით ალბა ისევ ძირითადი იქნება, ბუსკეცი ჩემი აზრით კარგი სათადარიგო, მაგრამ ერთი რამეც უნდა ვთქვა, ისე გამოდის რო საკუთარი თავი იმედი არააქვთ და ეშინიათ სკამის, იყავი საუკეთესო და არავინ დაგსვამს სკამზე…
ამათი გაშვება სისულელე მგონია სკამი კიბატონო
არავინაა უკეთესი ამათ პოზიციაზე და აკრიტიკეთ რამდენიც გინდათ. სანამ უკეთესი ფეხბურთელები არ მოვლენ რა აზრი აქვთ ამათ გაშვებას. შეგვრჩება მერე ფირპო ალბას მაგივრად და წავა აქ წუწუნი.
მინიმუმ სათადარიგოზე, არავითარი გაშვება. ხელფასი კი მე მგონი უნდა შეიმცირონ.