ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” ტრანსფერი არც ისე წარმატებული გამოდგა. ბრაზილიელმა 2020/21 წლების სეზონი ტრავმების ფონზე ჩაატარა, კლუბის მაისურით 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა; გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Sky sport-ის ცნობით, კოუტინიოთი “არსენალი” და “ევერტონი” არიან დაინტერესებული, “ბარსელონა” კი მიმდინარე ზაფხულს ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. ინგლისური კლუბები კატალონიელთა სიგნალს ელიან, რათა შესაბამისი შეთავაზება გააკეთონ.
ფილიპე კოუტინიო “ბარსელონაში” 2018 წლის იანვარში “ლივერპულიდან” გადმოვიდა, 2019/20 წლების სეზონი კი იჯარით “ბაიერნში” გაატარა. ბრაზილიელმა გერმანულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის, DFB-Pokal-ის თასისა და ბუნდესლიგის მოგება მოახერხა.
ნეტავ 100 მილიონს არ მოგვცემენ ამაში?
მაინც ძაან მწყდება გული ამაზე,მაგრამ გასაშვებია სანამ უფასოდ წავიდა,იმედია სადაც წავა იქ ათამაშდება პატარა ჯადოქარი♥️
ეს ხო ლივეს ფანია. არ წავა იქ. პიტალო. ლივე დებოშით დატოვა და ეხლა ფანია
ალბათ ბოლო 15 წლის იმედგაცრუება,რეალურად მეგონა ბარსაში ათამაშდებოდა,ძალიან მაღალი დონეს უჩვენებდა,რას იზამ არა ბარსა ამის გუნდი,თან ვალიკო შეხვდა მწვრთნელად,გამოდის ლივერპულიდან არუნდა წამოსულიყო,
ევერტონში ეს არ გადავა ლივერპულის პონტში, არსენალს კი ფული არააქვს, მაქსიმუმ იჯარა გაქაჩოს.
ევერტონს გავატანოთ კაი მაყუთს გადაიხდიან ფულიაქვთ იცოცხლე
არიქა ბიჯო,
სავარაუდოდ, 30-45 შორის იტრიალებს სატრანსფერო თანხა