ჯორჯინიო ვეინდალუმი კატალონიური კლუბის მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა. Tribuna-მ ჰოლანდიელი მოთამაშის 2008 წლის ინტერვიუ გაიხსენა, რომელშიც იგი “ბარსელონას” აქებს და ამ გუნდში თამაშის სურვილსაც გამოთქვამს.
“ესპანეთში “რეალი” დიდებული კლუბია, თუმცა, როგორც ქომაგი, მე “ბარსელონას” თამაშის ყურებას ვამჯობინებ. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ოდესმე მსგავს კლუბში ვითამაშებ”, – აღნიშნა ვეინდალუმმა Voetbal-თან საუბრისას.
ვეინდალუმმა კარიერა “ფეინორდში” დაიწყო და სწორედ რონალდ კუმანის ძმამ, ერვინმა მისცა შანსი პირველ გუნდში ეთამაშა. ჰოლანდიელი “ფეინორდის” ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო – 16 წლისა და 148 დღის.
ჯორჯინიო ვეინდალუმს “ლივერპულთან” კონტრაქტი მომდევნო თვეში უმთავრდება და ფაბრიციო რომანოს ცნობით, იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბარსელონას” შეუერთდება.
მე მგონი 7 მილიოზე იყო ლაპარაკი.
totti10,
რას ლაპარაკობ ტო, სად ნახე ეგ უაზრობა. მესის უმცირებს ხელფასს ლაპორტა 30 მლნ მდე, რა ვეინალდუმს 20 მლნ ჰა 5-7 მლნ გადაიხადონ.