კატალონიის “ბარსელონას” ნიჭიერმა ახალგაზრდამ, პედრი გონსალესმა აწ უკვე გასულ სეზონში მონაწილეობა 52 ოფიციალურ მატჩში მიიღო. შედეგად, მას ძირითად გუნდში 2020/21 წლების სეზონში ყველაზე მეტი მატჩი დაუგროვდა.
პედრის უახლოესი მდევარი ფრენკი დე იონგთან ერთად, ანტუან გრიზმანია (51), შემდეგ მოდიან: სერხიო ბუსკეტსი (50), ჟორდი ალბა (49), კლემან ლანგლე (48), ლიონელ მესი (47).
ლა ლიგის მასშტაბით, გონსალესზე მეტჯერ მოედანზე მხოლოდ ანტონიო პუერტასი (გრანადა, 53) და მანუ ტრიგეროსი ( ვილიარეალი, 53) იმყოფებოდნენ.
ცოტა ხნის წინ პედრი “ბლაუგრანას” ისტორიაში რიგით მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 50 ოფიციალური მატჩი ჩაატარა (18 წლის და 5 თვის). ამ მხრივ რეკორდსმენი ბოიან კრკიჩია (ის 18 წლისა და 3 დღის იყო).
მაინც გადაგრუზა კუმანმა ეს ბავშვი.
მუშაად ყავდა მოედენაზე კუმანს ბოლოს და აღარ შეძლო მეტი.მაგის ფუნქცია ეგ იყო დაეჭირა რითმი არ დაეკარგა ბურთი…არაფერ შუაშია პედრი რასაც დავალებენ იმას გაკეთებს.დეიონგი შეტევაშუ უშვებდა ამას ვირივით ამუშავებდა
უკან და გვერძე პასები გამოწვეული იყო როგორც პედრის გადაღლით,ისე გუნდის უსახური,უფანტაზიო ფეხბურთით,რომელიც სხვა რამის გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა.კიდევ ერთი მიზეზი,რატომ უნდა წავიდეს კუმანი.
რითი უნდა დატრამვულიყო ბოლოს უკან პასის და ძუნძულის გარდა არაფერი გაუკეთებია. მაგის ბრალი არაა მაგრამ მაინც
კუნთების გადაღლით მარტო ფეხში ჩარტყმით არ ღებულობენ ფეხბურთელები ტრავმებს
აი როგორ არ მინდა რო ეს ჭკუისკოლოფა ბიჭი კოკე და არტური გახდეს🙏🙏😭 ბოლოს ამის თამაში გვერდზე და უკან პასებით შემოიფარგლებოდა მარტო🥺 და იმედია დასვენებული გონებით და სხეულით რომ დაბრუნდება ის ძველი გასაოცარი მოძრაობები და პასებიც ავტომატურად წამოვა❤️
კიდევაც გადაიწვა და მიკვირს რო არ გაიტრავმა