”უდინეზეს” ოფიციალურ ვებ-საიტზე ალექსის სანჩესის სურათი აღარ არის, მისი ადგილი კოლუმბიელმა მცველმა, პაბლო არმერომ დაიკავა.
”უდინეზეში” იციან, რომ ალექსის სანჩესი უკვე ”ბარსელონას” ფეხბურთელია და ჩილელი ფეხბურთელი მათ საიტზე უკვე აღარ იკავებს ადგილს. ალექსისის პოსტერი საიტზე მთელი წლის განმავლობაში იყო გამოფენილი, ხოლო ახლა მისი ადგილი არმერომ დაიკავა. ამ ცვლილების ნახვა თქვენ სურათზე შეგიძლიათ.
უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ტრანსფერის საბოლოო დასრულებისთვის ალექსის სანჩესის ხელმოწერაა საჭირო.



