ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ”ფაბრეგასი იტანჯება იმის გამო, რომ ”არსენალს” ვერ ტოვებს”

ჩავი: ”ფაბრეგასი იტანჯება იმის გამო, რომ ”არსენალს” ვერ ტოვებს”

”ბარსელონას” ფეხბურთელებმა, ჩავი ერნანდესმა და ვიქტორ ვალდესმა განაცხადეს, რომ ”არსენალის” კაპიტანს, სესკ ფაბრეგასს კატალონიურ კლუბში გადასვლა სურს, მაგრამ ამ საკითხში ყველაფერი ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული.

”მე სესკს იბიცაზე ვესაუბრე. მან მითხრა, რომ იტანჯება, რადგან ძალიან უნდოდა ”ბარსელონაში” გადმოსვლა. ფაბრეგასს ”არსენალის” დატოვების სურვილი აქვს. ახლა ყველაფერი ინგლისური კლუბის სურვილზეა დამოკიდებული” – ჩავის სიტყვებს ”ბარსელონას” ოფიციალური საიტი ციტირებს.

”სესკს დაბრუნება სურს და ეს ნორმალურია. ასევე ნორმალურია ისიც, რომ ”არსენალს” მისი შენარჩუნება სურს, ის ხომ გუნდის ლიდერია. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ფეხბურთელზე ამ შემთხევავაში დამოკიდებული არაფერი არის” – განაცხადა ვალდესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში