workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “მძიმეწონიანი” ფეხბურთელებისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავს

“ბარსელონა” “მძიმეწონიანი” ფეხბურთელებისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავს

“ბარსელონას” ხელმძღვანელები კლუბის “მძიმეწონიანი” ფეხბურთელების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებაა საჭირო. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. 

საუბარი ვეტერან კატალონიელ ფეხბურთელებზეა: ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და სერჟი რობერტო “ბარსასგან” კოლოსალურ ანაზღაურებას ვეღარ მიიღებენ. 

კლუბის გზავნილი ასეთია: “თქვენს მიმართ დიდი პატივისცემა გვაქვს, მაგრამ ამდენს ვეღარ გადაგიხდით – ფინანსები არასტაბილურია და ანაზღაურებაზე თავიდან უნდა შევთანხმდეთ”. 

დანახარჯების შემცირება ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კლუბის ვალი 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს, მაღალი ხელფასები კი ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 22 მაი 2021, 21:04

    მგონია, რომ ბუსკეტსისგან კარგი მწვრთნელი დადგება, საკმაოდ ჭკვიანია ამისთვის.

  • nika 54
    schedule 22 მაი 2021, 17:15

    მე მგონი ეს ამბავი უკვე რამდენჯერმე გაჟღერდა ნიუსებში, და გავიგეთ. არ არის საჭირო ამდენჯერ გამეორება ერთი და იგივე ამბების.

    ციტატა: Joakim Brodén
    მესის ხელფასი არ განიხილება??
    მოვუმატოთ კიდე 30 მილიონით, იმსახურებს


    როგორ არ განიხილება, გადავა პსჟ-ში და მისცემენ იმაზე მეტს რასაც ბარსაში იღებს. არ გინდათ მესის ასე დამცირება, არ დაუმსახურებია. საერთოდ სად გაიგეთ რომ ნიჭიერმა ადამიანმა იმდენივე უნდა მიიღოს რამდენსაც ჩლუნგი იღებს.

  • Albicelecte
    schedule 22 მაი 2021, 15:48

    2:8 შემდეგ პიკეს ანაზრაურებაზე უარი უნდა ეთქვა და 1 წელი შრომა-გასწორების კოლონიის ვარიანტში უნდა ემუშავა კლუბის სასარგებლოდ, მაგამ სადაა ნამუსი?!

  • MARI=BARCA-fan
    schedule 22 მაი 2021, 14:46

    "ბარსელონა" "მძიმეწონიანი" ფეხბურთელებისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავს
    რობერტოს "მძიმეწონოსნობა" არ გაიშვას არსად!!! laughing

    ციტატა: Joakim Brodén
    მესის ხელფასი არ განიხილება??
    მოვუმატოთ კიდე 30 მილიონით, იმსახურებს

    მესიმ უკვე 2-ჯერ შეიმცირა ხელფასი! wink

  • Joakim Brodén
    schedule 22 მაი 2021, 13:59

    მესის ხელფასი არ განიხილება??
    მოვუმატოთ კიდე 30 მილიონით, იმსახურებს