workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფილ ფოდენი: მესი ბავშვობიდანვე ჩემი კერპი იყო

ფილ ფოდენი: მესი ბავშვობიდანვე ჩემი კერპი იყო

FIFA21-თან ახალი თაობის ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა, ფილ ფოდენმა ლეო მესიზე ისაუბრა და არგენტინელი თავის კერპად დაასახელა.

“თუ მთელი დღით სათევზაოდ წასვლა სხვა ვინმესთან ერთად მომიწევდა, ის ლეო მესი იქნებოდა. მასთან არასდროს მითამაშია, ის ბავშვობიდანვე ჩემი კერპი იყო. მე მინდა, რომ ერთად დავსხდეთ და უბრალოდ ვესაუბრო, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იქნებოდა.  მესი ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა, ვინც კი მინახავს. ის მსოფლიოში თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი უნარები უბრალოდ ფანტასტიკურია.”

ფოდენს მისი სისწრაფისა და სათამაშო სტილის გამო ხშირად მესისაც ადარებდნენ. წელს პეპ გვარდიოლას გუნდში ინგლისელმა ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება შეძლო და ჯამში შესანიშნავი სეზონიც გამოუვიდა. მან 15 გოლი გაიტანა და 10 ასისტი შეასრულა.

2 წლის წინ პეპ გვერდიოლამ ფოდენი ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად დაასახელა, მათ შორის ვისი გაწვრთნაც კარიერის განმავლობაში მოუწია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 22 მაი 2021, 17:45

    მოდი რა გვარდი, და მოიყოლე ეგ ბავშვი, აუსრულე ოცნებები, გასახდელშიც კარადა მესის გვერდზე მიეცი რო გაძღეს კაცი მაგასთან ლაპარაკით.

  • El pistolero 9
    schedule 22 მაი 2021, 00:37

    გვარდიოლას აღმოჩენაა ეს ბიჭი. მბაპე ჰოლანდის მერე ამას აქვს ყველაზე დიდი მომავალი. იმედია ჩვენი ფატი მალე დაბრუნდება

  • BEQA BARCA
    schedule 21 მაი 2021, 23:43

    რა ნიჭიერი ახალგაზრდა ეზრდება სიტის❤❤