workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრიციო რომანო : აგუერო კონტრაქტს 2023 წლის ივნისამდე გააფორმებს

ფაბრიციო რომანო : აგუერო კონტრაქტს 2023 წლის ივნისამდე გააფორმებს

ცოტა ხნის წინ იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა და საფეხბურთო ტრანსფერების სპეციალისტმა, ფაბრიციო რომანომ, სერხიო აგუეროს კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა.

არგენტინელის კატალონიურ კლუბში გადმოსვლის საკითხი აქამდეც ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. რომანოს ცნობით, ის კონტრაქტს 2023 წლის ივნისამდე გააფორმებს. სახელფასო ბონუსები კი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ამოქმედდება.

ფაბრიციომ ასევე მემფის დეპაის ტრანსფერზეც დაწერა. იტალიელის ცნობით, დეპაიმ თავის ახალ იურისტებს განუცხადა, რომ “ბარსელონაში” თამაში და ამსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაჩქარება სურს. წინასწარი ინფორმაციით, ნიდერლანდელი 2 ან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სერხიო აგუერო სიტის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დატოვებს და კატალონიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. 32 წლის არგენტინელს წელს ფორმაში არყოფნისა და ტრავმიანობის გამო დიდი დრო გაუცდა. მან “ქალაქელების” მაისურით 18 მატჩში მიიღო მონაწიელობა, თამაშებში ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა და აქტივში 4 გოლთან ერთად 1 ასისტიც მიითვალა.

რაც შეეხება მემფის დეპაის, ის წელს “ლიონს” ლიდერობდა და 39 მატჩში 22 გოლის გატანასთან ერთად 10 ასისტის შესრულებაც მოასწრო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 22 მაი 2021, 17:46

    რაც შეეხება მემფის დეპაის, ის წელს "ლიონს" ლიდერობდა და 39 მატჩში 22 გოლის გატანასთან ერთად 10 ასისტის შესრულებაც მოასწრო.
    ამან ხო თქვა, თუ კუმანი წავა არც მე გადავალო ბარსაში.

  • El pistolero 9
    schedule 22 მაი 2021, 00:36

    უფასოდ ორი ასეთი ფორვარდის მოყვანა დიდი ფუფუნებაა

  • Albicelecte
    schedule 22 მაი 2021, 00:18

    2 დონე ფორვარდი თანაც უფასოდ barca-5

  • M10 S9 D11
    schedule 21 მაი 2021, 23:19

    დეპაიც მოყოლებულია

  • C.PC5
    schedule 21 მაი 2021, 22:20

    დეპაისთანაც შეათანხმეს და ივლისში გაოფიციალურდაო, ანუ დაატრიალა ლაპომ საქმე? მშვენიერია დეპაის უფასოდ დათრევა, იმედია ეს ტრანსფერი მაინც გაამართლებს, დემბელემ გაასხას დროულად და მიაყოლონ გრიზმანიც თუ კაი შემოთავაზება წამოვა, ისე არა, ბრაიტაც თავისთავად წავა და ალბათ ტრინკაუსაც გააყოლებენ, კონრადს და კოლადოს იმედია მეტი ყურადღება დაეთმობა🙏