კატალონიის “ბარსელონას” გოლკიპერმა, ვიქტორ ვალდესმა 12 ივლისს საკუთარი ვებ–საიტი გახსნა…
“ბარსელონას” კარის დარაჯი საკუთარი ვებ–გვერდის გახსნით ძალიან მოხარულია და საიტზე წერს: “მე ამაყი ვარ იმით, რომ დღეს, 12 ივლისს შემიძლია ჩემი ოფიციალური ვებ–საიტი წარგიდგინოთ. თქვენ აქ შეგიძლიათ მოიძიოთ მულტიმედია და იპოვოთ ექსკლუზიური, ჯერ არ გამოქვეყნებული სურათები, თუ ვიდეოები ჩემსა და ჩემი გუნდის შესახებ. იმედი მაქვს, მოგეწონებათ. ისიამოვნეთ.”
ვალდესი ამ პროექტის განსახორციებლად უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს: “მოგესალმებით, რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ ვმუშაობდით პროექტზე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვმუშაობდით ჩემს ვებ–საიტზე. დღეს კი განსაკუთრებული დღეა, რადგანაც რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ მე შემიძლია წარგიდგინოთ: www.victorvaldes1.com“
