workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოპა ამერიკას მხოლოდ 1 ქვეყანა უმასპინძლებს

კოპა ამერიკას მხოლოდ 1 ქვეყანა უმასპინძლებს

2021 წლის კოპა მერიკის მასპინძელ ქვეყნებად არგენტინა და კოლუმბია იყო არჩეული. თუმცა, სხვადასხვა სანდო საინფორმაციო წყაროს, მათ შორის Marca-ს მიხედვით, ერთადერთ მასპინძელ ქვეყნად არგენტინა დარჩება.

კოლუმბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე ეს ქვეყანა კოპა ამერიკას ვეღარ უმასპინძლებს. ოფიციალური გადაწყვეტილების მისაღებად სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ასოციაცია – CONMEBOL ოფიციალურ სხდომას ხვალ გამართავს და პასუხს საჯაროდ გამოაცხადებს.

მშობლიურ მიწაზე ეროვნული ნაკრების რიგებში პირველი ტიტულის მოგებისათვის ეს მესისთვის კიდევ ერთი შანსი იქნება.

კოპა ამერიკა 2021, რომელშიც მონაწილეობას 10 ქვეყნის ეროვნული ნაკრები იღებს, 13 ივნისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ახალი ამბის შემდეგ, შესაძლოა, ჩემპიონატის საწყისმა თარიღმაც მცირედით გადაიწიოს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 21 მაი 2021, 16:31
    #6

    ეს ვითომ დაზუსტებული ინფორმაციაა, "ოფიციალურად" რო არ წერია სათაურში.

  • Terstegen
    schedule 21 მაი 2021, 12:22
    #5

    რაგახდა ერთი წესიერი მწვრთნელი არგენტინისთვის

  • LM10RG10
    schedule 21 მაი 2021, 09:39
    #4

    ახლა მაინც მიეხმაროს ცოტა მსაჯობა😏😂

  • El pistolero 9
    schedule 21 მაი 2021, 09:13
    #3

    ემილიანო მარტინესი
    ფოიტი-ოტამენდი-ლისანდრო მარტინესი-ტალიაფიკო
    ლოსელსო-პარედესი
    მესი
    დი მარია-აგუერო-ლაუტარო მარტინესი
    სკამზეც ოკაპმოსი და ორივე კორეა ეყოლება არგენტინას ამიტომ შეტევაში ნაღდად არ ექნებათ პრობლემა მთავარია დაცვას მიხედონ

  • Albicelecte
    schedule 21 მაი 2021, 02:08
    #2

    იმედია მაგ სანაკრებო ტიტულს დედებენ და ამითი დასრულდება უიღბლობის პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ ძალიან გახანგძლივდა smiley

  • M10 S9 D11
    schedule 21 მაი 2021, 01:23
    #1

    ხოდა შუაზე უნდა გაიყნენ და დადონ კოპა