Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” 4 ფეხბურთელს – ჟერარ პიკეს, სერხიო ბუსკეტსს, სერჟი რობერტოსა და ანტუან გრიზმანს ხელფასების შემცირებას მოსთხოვს, რადგან ისინი ხელშეუხებლები აღარ არიან.
კლუბი მიიჩნევს, რომ მოთამაშეებმა უნდა გაანალიზონ, რას აძლევენ “ბარსას” და, ამავდროულად, რამდენს გამოიმუშავებენ. მაგალითისთვის, ხელმძღვანელობის აზრით, გრიზმანის ანაზღაურება მისსავე პერფორმანსს არ შეესაბამება.
მიუხედავად ამისა, როგორც კატალონიური გამოცემა წერს, ხელფასების შემცირება ლეო მესის არ შეეხება, ვინაიდან, ჟოან ლაპორტას მთავარი მიზანია, არგენტინელის ხელშეკრულება ყველაფრის ფასად გაახანგრძლივოს. ამასთან, მარკეტინგული თვალსაზრისით, კაპიტნის დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.
“ლა პულგას” გარდა, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ეპოქა შექმნეს, თუმცა რომში, “ენფილდზე”, ლისაბონსა და პსჟ-სთან განცდილ მარცხებში მონაწილეობდნენ და, ამასთანავე, გავლენა ლა ლიგაში ბოლო დროს ნაჩვენებ შედეგებზეც იქონიეს.
შესაბამისად, “ბლაუგრანა” მათ ულტიმატუმს წაუყენებს, რის შემდეგაც აღნიშნული მოთამაშეები ან შემოსავალს მოიკლებენ, ან კლუბს დატოვებენ.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, “ბარსელონამ” ნეტუ მურარა, სამუელ უმტიტი, მირალემ პიანიჩი, ჟუნიორ ფირპო, მატეუს ფერნანდესი, ფილიპე კოუტინიო და მარტინ ბრეითუეიტი ტრანსფერზე დააყენა.
როგორც ცნობილია, მოვლენების განვითარება მომავალი კვირიდან დაიწყება.
გაიარეთ ეგ ბალასტიი. ნუ
ის ოთხივე თუ შეიმცირებენ ხელფასს და თან მეორე ნომრობას დასჯერდებიან, უკეთეს ზამენას ვერც ვიშოვით.
კარგია. ოღონდ დემბელეც ჩაამატოს მაგ სიაში 😁 გამონათებები გრრიზმანსაც აქვს და დემბელე რითია მაგაზე მეტი 🤷♂️ ხოლო რაც შეეხება ბუსკეცს, ამათგან მაინც გამორჩეულია, წელს მითუმეტეს მესისთან ერთად ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ამიტომ მთლად ულტიმატუმის წაყენება უსამართლოა მის მიმართ.
ბუსკეცი ძაან კლასნად გამოიყურება მაინც❤❤დანარჩენები გასაყრელები არიან
რობერტო ისედაც გასაგდებია და დროა პიკემაც ჩამოკიდოს ბუცები ან ზამენობას დათანხმდეს
პიკე და სერჟი რობერტომ სულ უხელფასოდ რო ითამაშონ, მაინც არ გავაჩერებდი მე ლიჩნად გუნდში.