”უდინეზესა” და ჩილეს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა ”ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა.
მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას გუშინ ღამით მიაღწიეს. ჩილელის კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 5 წლიანი იქნება. ამავე წყაროს ცნობით სატრანსფერო გარიგების ფასმა 40 მილიონი ევრო შეადგინა. ამსთანავე კატალონიური კლუბი თანხას მთლიანად არ გადაიხდის.
ჩილელი, რომელიც კოპა ამერიკაზე საკუთარ ნაკრებთან ერთად ასპარეზობს ბარსელონაში ტურნირის დასრულების შემდეგ ჩავა.
მოლაპარაკება კლუბებს შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ”მანჩესტერ სიტისა” და ”ინტერის” გააქტიურების შემდეგ ”ბარსელონას” ხელმძღვანელებმა მოლაპარაკება დააჩქარეს. მიუხედავად ყველაფრისა კატალონიელებს თავდაპირველად ”უდინეზეს” მოთხოვნილი თანხის გადახდა მოუწევთ.
ამავე წყარომ ახლახანს გაავრცელა ახალი და უფრო ზუსტი ცნობა: კატალონიური კლუბი ”უდინეზეს” ახლა 27 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ბონუსების რაოდენობამ მაქსიმუმ 16 მილიონი ევრო შეიძლება შეადგინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ბარსას” სანჩესი დაახლოებით 43 მილიონი ევრო დაუჯდება!
