ხვალ, შვედეთის ქალაქ გეტებორგში, “ბარსელონას” ქალთა გუნდი არსებობის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. კატალონიელები UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ჩელსის” დაუპირისპირდებიან.
წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს მატჩის მონაწილე გუნდების შესახებ.
- ხვალინდელი მატჩის გამარჯვებული გახდება პირველი კლუბი ისტორიაში, რომელსაც მამაკაცთა და ქალთა ჩემპიონთა ლიგა ექნება მოგებული. ორივე ტურნირი აქამდე არავის მოუგია.
- ბარსელონელები ლიგის ფინალში მეორედ ითამაშებენ. გუნდი ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე პირველად 2019 წელს გავიდა და ბუდაპეშტში “ლიონთან” დამარცხდა, “ჩელსისთვის” კი წლევანდელი ფინალი სადებიუტოა.

- “ბარსას” და “ჩელსის” ქალთა გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია მხოლოდ ერთ თამაშს მოიცავს. ამხანაგური მატჩი კატალონიაში, “მინი ესტადიზე” 2018/19 წლების სეზონში ჩატარდა და ფრედ, 1-1 დასრულდა.
- “ბარსელონას” ერთადერთი წევრი, რომელსაც ფინალში გოლი აქვს გატანილი, აზიზატ ოშოალაა. ნიგერიელმა ფეხბურთელმა “ლიონის” 4 გოლს ერთი შედეგიანი დარტყმით უპასუხა.
- “ბარსას” ჯენი ერმოსო და “ჩელსის” ფრან კირბი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერები არიან. ორივე მათგანს 6 გოლი აქვს გატანილი.
- ანა ჩრნოგორევიჩი “ბარსას” ახლანდელი შემადგენლობის ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია და ამასთან ერთად თასი მოგებული აქვს. მან ტიტული 2015 წელს “ფრანკფურტთან” ერთად მოიპოვა.
- საინტერესოა, რომ ხეირა ამრაუის, რომელიც “ლიონთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებულია, ჩრნოგორევიჩის მსგავსი შედეგი არ აქვს. ფრანგი ნახევარცველის გუნდები ფინალში 5-ჯერ მოხვდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ამრაუიმ მონაწილეობის მიღება ვერცერთ შეხვედრაში ვერ მოახერხა.

- “ბარსას” ნორვეგიელი ნახევარმცველი, კაროლინ ჰანსენი, “ვოლფსბურგში” თამაშის დროს ლიგის მოგებასთან 2-ჯერ ძალიან ახლოს იყო, თუმცა მისი გუნდი ერთხელ დამატებით დროში დამარცხდა, ერთხელაც კი პენალტების სერიაში.
- ლიკე მარტენსისთვის ხვალინდელი მატჩის ლოკაცია ნაცნობი იქნება – ის 2014-15 წლებში “გეტებორგის” ფეხბურთელი იყო.
- ბუდაპეშტის ფინალის სასტარტო შემადგენლობის 11 წევრიდან 10 ისევ “ბარსელონაში” თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსა”-“ჩელსის” დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.




nika 54,

მადლობა ყურადღებისთვის!
თუ იცით ლინკი დადეთ რა..
http://livetv.sx
ეს და ამის მსგავსი უამრავი საიტი არსებობს. აი ეს კი სწორედ ამ თამაშზეა, თუმცა თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შეიძლება ადგილიც შეიცვალოს.
http://livetv.sx/eventinfo/1073060_chelsea_w_barcelona_w/
ვინმემ იცით სად შეიძლება ამ თამაშის ყურება?
თუ იცით ლინკი დადეთ რა..