Ole–ს ცნობით, არგენტინის ნაკრების ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, გოიკოეჩეამ თავისი მოსაზრება გამოთქვა ლეო მესის თამაშის ხარისხზე კოპა ამერიკაზე.
“ჩვენ ყველა მისგან ყოველ მატჩში საოცრებას მოველით, მაგრამ მას ეს ყოველთვის არ გამოსდის. ლეომ კარგად ითამაშა ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინაღმდეგ, მაგრამ ცუდად იასპარეზა კოლუმბიის წინააღმდეგ. შეცდომა იქნება თუ მესის ისეთი თამაშის ჩვენებას მოვთხოვთ, როგორსაც “ბარსაში” უხარებს გულს ფანებს. ამჟამად ის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და თუ მან რომელიმე მატჩში არადამაკმაყოფილებლად იასპარეზა, ეს არ არის ნაციონალური ტრაგედია”–განაცხადა გოიკოეჩეამ.
შემოგთავაზებთ ვიდეოს, სადაც ასახულია ლეო მესის ასპარეზობა არგენტინის მაისურით
[media=http://www.youtube.com/watch?v=j1fr1Q3MHWw]
