მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტა – ერთადერთი ბარსელონელი, რომელსაც ესპანიოლის ქომაგებმა ტაში დაუკრეს

ანდრეს ინიესტა – ერთადერთი ბარსელონელი, რომელსაც ესპანიოლის ქომაგებმა ტაში დაუკრეს

The National-ის ინფორმაციით, ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც “ესპანიოლის” გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.

“ბარსას” თანაქალაქელისა და მოსისხლე მტრის ქომაგთა მხრიდან ლეგენდარული ესპანელის მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულება, ანდრესის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილმა გოლმა განაპირობა, რომელიც მან “ესპანიოლის” ყოფილი კაპიტანს, დანი ხარკეს მიუძღვნა.

ხარკე, რომელიც ინიესტას მეგობარი გახლდათ, “ესპანიოლის” რიგებში 7 წელი ასპარეზობდა. იგი 2009 წელს, 26 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მუნდიალის ფინალში გატანილი გოლის შემდეგ, “ფურია როხას” ერთ-ერთმა ლიდერმა მაისური გაიხადა და შიგნითა მაისური გამოაჩინა, რომელზეც ეწერა: “დანი ხარკე, მუდამ ჩვენთან”.

ამ მომენტთან დაკავშირებით “ბარსას” ლეგენდა აცხადებს:

დანი ჩემი მეგობარი იყო და მჭირდებოდა, რომ მისთვის რამე გამეკეთებინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 13 მაი 2021, 18:51

    სწორედ გუშინ ვუყურე მაგ ფილმს. როგორ განიცდიდა, ფსიქოლოგი დასჭირდა რო როგორმე გამოსულიყო მდგომარეობიდან.

  • დონ ანდრეს ინიესტა
    schedule 12 მაი 2021, 00:29

    ციტატა: nikusha

    ციტატა: DE PE FA
    როგორც ვიცი ყველა სტადიონზე ტაში დაუკრეს დონ ანდრესს😎როგორც ფეხბურთელი ისე პიროვნება სუპეერ🙃


    ბილბაოში ვერ იტანდენ ისე დონ ანდრესს


    ბილბაოს სტადიონზე გააკეთა ცოტა ინიმ ისეთი განცხადება რაც ბილბაოს გულშემატკივარს არ მოეწონა ცუდი არ უთქვამს მარა არ მოეწონათ მემგონი ბილბაოს სტადიონზე თქვა ერთი ჩვეულებრივი სტადიონი არისო

  • me da barca
    schedule 11 მაი 2021, 23:48

    ვერ გავიხსენე ეს ვიკინგები რატომ უსტვენდნენ.

  • nikusha
    schedule 11 მაი 2021, 23:24

    ციტატა: DE PE FA
    როგორც ვიცი ყველა სტადიონზე ტაში დაუკრეს დონ ანდრესს😎როგორც ფეხბურთელი ისე პიროვნება სუპეერ🙃


    ბილბაოში ვერ იტანდენ ისე დონ ანდრესს

  • Clever liar
    schedule 11 მაი 2021, 21:28

    როდესაც თამაშს სტადიონიდან უყურებ და შორეულ უხერხულ რიგებში ზიხარ, ან როცა კარის უკან ხარ და შენს გუნდს ზურგიდან ადევნებ თვალყურს, ხშირია შემთხვევა ფეხბურთელები ერთმანეთში აგერიოს, დიადები და უფრო დიდებიც კი ერთმანეთისგან ვერ გაარჩიო, მაგრამ როცა ინიესტა მინდორზე ბურთს იღებს გამორიცხულია ვინმეში აგერიოს და ამას მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით ვამბობ :))

  • Iniesta_8
    schedule 11 მაი 2021, 20:42

    ახლა ვუყურებდი ინიესტას ვიდეოს ვისელ კობეში რას აკეთებსა და ჩვენს ყველა ნახევარმცველს ახლაც ჯობია.

  • DE PE FA
    schedule 11 მაი 2021, 19:29

    როგორც ვიცი ყველა სტადიონზე ტაში დაუკრეს დონ ანდრესს😎როგორც ფეხბურთელი ისე პიროვნება სუპეერ🙃