ეუსებიო საქრისტანის სარეზერვო გუნდმა მუშაობა ამ ორშაბათს დაიწყო. პირველ დღეს, საქრისტანმა შემადგენლობა ორად გაყო: ზოგი მოედანზე ვარჯიშობდა და ზოგი სამედიცინო ტესტებს გადიოდა…
ეუსებიო საქრისტანმა პირველი ვარჯიში “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” გამართა. პირველ დღეს, მისმა გუნდმა დილას და შუადღეს ივარჯიშა.
ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, თერთმეტმა ფეხბურთელმა “სიუტატ ესპორტივას” მინდორზე შეაბიჯა. დილის ვარჯიშზე ბარტრა, რივეროლა, რომეუ, როსელი, დალმაუ, საული, ლობატო, ოიერი, მასიპი, სერხი რობერტო და პლანასი იმყოფებოდნენ. დანარჩენი ნაწილი კი სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. როლები შუადღისას შეიცვალა – ამჯერად მინდორთან კუენსა, ფემენია, გუსტავო, სორიანო, ბალიუ, ესპინოსა, მინიო, მონტოია, არმანდო, მუნიესა, ილიე, კარმონა და ტელიო შევიდნენ კონტაქტში. რაც შეეხებათ რაფა ალკანტარას, დეულუფეოსა და სერხი გომესს, ისინი ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებთან ერთად იმყოფებიან, ხოლო ჯონათან დოს სანტოსმა კლუბს შვებულების გასახანგრძლივებლად სპეციალური თხოვნით მიმართა.
სურათები


