ყველას მოგეხსენებათ, რომ კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელ ლეო მესის არგენტინელი “გულშემატკივრები” “კოპა ამერიკას” ორი მატჩის შემდეგ კრიტიკას არ აკლებენ. ბრაზილიურმა პრესამ კი მისი პრობლემის გადაჭრის გზებზე ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ასეთი რამ მოიფიქრა: მესის “გაბრაზილიელება”…
ბრაზილიური გამოცემა “Meia Hora”–ს ჟურნალისტები კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნარების თავდამსხმელის, ლეო მესის პრობლემებზე ჩაფიქრდნენ. რენატო მაურისიო პრადომ ახალი იდეა წამოაყენა და ირონიულად დაწერა: “თუკი არგენტინელებს არ მოსწონთ მესი, მაშინ მათ შეუძლიათ იგი ჩვენთან გამოგზავნონ.”
ასე რომ, თუ მესი ბრაზილიის მოქალაქეობას მიიღებს, ამით ბრაზილიელი ჟურნალისტი ორ პრობლემას გადაჭრის: არგენტინელი გულშემატკივრების ცენზურადარღვეულნარევ საუბარს მოსპობს და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შეტევის ხაზს გააძლიერებს.
