workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანიოლი ლა ლიგაში დაბრუნდა

ესპანიოლი ლა ლიგაში დაბრუნდა

მომავალი სეზონიდან ბარსელონურ დერბის ლა ლიგაში ისევ ვიხილავთ.

“სარაგოსასთან” ნათამაშები უგოლო ფრისა და მოპოვებული ქულის შემდეგ “ესპანიოლმა” ლა ლიგის საგზური გაინაღდა.

ლა ლიგა 2-ის სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე პირველ ადგილზე მყოფი კატალონიური გუნდი მესამეზე მყოფ “ალმერიას” უკვე 12 ქულით უსწრებს, შესაბამისად, ესპანიოლს მიზნად მხოლოდ გათამაშების პირველ ადგილზე დასრულებაღა დარჩენია. სხვა მხრივ, ეს გუნდი ესპანურ ელიტაში უკვე დაბრუნებულია. როგორც ჩანს, მათთვის ლა ლიგაში დაბრუნება არც თუ ისე რთული აღმოჩნდა და მხოლოდ 1-წლიანი პაუზაც იკმარეს.

ისტორიაში “ბარსასა” და “ესპანიოლს” ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 212 მატჩი აქვთ გამართული. აქედან 124-ში ლურჯ-ბროწეულისფერებმა იმარჯვეს, 44-ში ლურჯ-თეთრებმა, ამდენივე შეხვედრა კი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Always cule
    schedule 10 მაი 2021, 12:34

    აუ არადა რა კარგი იყო წინა სეზონში ჩვენ რო დავუსრულეთ ყველაფერი. იმედია გავარდებიან კიდე.

  • saba_xavi
    schedule 09 მაი 2021, 09:56

    ესპანიოლი ლალიგაში არიყო და მაინც ვერ მოვიგეთ :დ

  • nika 54
    schedule 09 მაი 2021, 09:07

    აჰა დაბრუნდა ეს მადრიდის პადსტილკა, იმედია დროებით და მალე ისევ გაუტევს მოუსვლელში.

  • Don_Andresito
    schedule 09 მაი 2021, 02:39

    ჩვენ რო ჩავაჭედეთ ბოლო ლურსმანი გაასწორა. მომავალ წელს გრანადასთვის ჩაგვეჭედოს

  • ჯორჯ
    schedule 09 მაი 2021, 02:01

    წარმოგიდგენთ ერთ დღეს რომ შეიხმა იყიდოს ესპანიოლი რა წავა

  • M10 S9 D11
    schedule 09 მაი 2021, 00:32

    ეუჰ დაუბრუნდა რეალს მომდევნო სეზონში +6 ქულა

  • Albicelecte
    schedule 09 მაი 2021, 00:25

    ცუდ ფეხზე გავარდა, ეგეთი მტერი უნდა ეგდოს ერთი, მოტივაციისათვის barca-6