
”ბარსელონას” შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ნაკლებსავარაუდოა ის ოდესმე ინგლისურ პრემიერლიგაში გადავიდეს, წვიმიანი ამინდების გამო.
”მე არ მიყვარს წვიმები, ამიტომაც არ მხიბლავს ინგლისში გადასვლის ვარიანტი,”-განუცხადა ზლატანმა შვედურ გამოცება ”Cafe”-ს.
შეგახსენებთ ადრე განიხილებოდა იბრაჰიმოვიჩის ”არსენალში” გადასვლა, თუმცა ის ”ბარსელონაში” აღმოჩნდა მილანის ”ინტერიდან”. მანამდე ის ”იუვენტუსის”, ”აიაქსის” და ”მალმიოს” რიგებში ასპარეზობდა.
წყარო: barca.ru
