workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოზე მოურინიოს “რომაში” ტრინკაუს მიყვანა სურს

ჟოზე მოურინიოს “რომაში” ტრინკაუს მიყვანა სურს

ცნობილ პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს, რომელიც მომდევნო სეზონის დასაწყისიდან იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი გახდება, “ბარსელონას” შემტევის, ფრანსიშკუ ტრინკაუს გადაბირება სურს. ინფორმაციას Calcio Mercato ავრცელებს. 

თუ “რომა” ფინანსურად მიმზიდველ შეთავაზებას მოამზადებს, კატალონიელები ტრანსფერზე უარს არ იტყვიან. 

ტრინკაუ “ბარსას” პირველ გუნდს მშობლიური “ბრაგადან” ზაფხულში შეუერთდა. კონკურენციის გამო ის ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრი ვერ გახდა და თავის გამოჩენის შანსი არც ისე ხშირად ეძლევა. 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 40 მატჩია, თუმცა მან მოედანზე 90 წუთი მხოლოდ 2-ჯერ გაატარა და თამაშში ძირითადად შეხვედრების ბოლო წუთებზე ერთვებოდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nikusha
    schedule 09 მაი 2021, 14:20

    50-60 მლნ და წაიყვანეთ

  • Bakero
    schedule 08 მაი 2021, 17:05

    ვაა ამას იტალიაში საზღვარზე უშვებენ ? laughing laughing laughing იმ განცხადების შემდეგ რაც თქვა მგონი სამი გუნდი ჩამოთვალა მაშინ იუვენტუსი, მილანი და ინტერი (თუ მეტი ზუსტად აღარ მახსოვს) იტალიის სერია " ა "-ში ისეთი დონეა ყოველ წელიწადს (აი მაგ ჩამოთვლილ გუნდებს) გამოვიცვლი და ყოველ წელს იტალიის ჩემპიონი ვიქნებიო laughing laughing laughing აღშფოთდნენ ბებრები ტრაპატონის მეთაურობით ! laughing laughing მარჩელო ლიპიმ დაწერა : " ჟოზე სადაც ჭამენ იქ არ ჯვ@@@ნო " (რაღაც მაგდაგვარი ტექსტი იყო) laughing laughing laughing

  • me da barca
    schedule 08 მაი 2021, 15:49

    გვარდიოლასაც მწვრთნელი ქვია და მოურინიოსაც.
    ამის შემდეგი გაჩერება იქნება სენტ ეტიენი, ან რაღაცა მაგ დონის.

  • Albicelecte
    schedule 08 მაი 2021, 14:55

    პირველი კითხვა: რამდენს იხდიან?!?!?!?!?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 08 მაი 2021, 13:10

    გაუშვან,დრო მაინც არ ეძლევა,როცა მიეცა ვერაფერი ვერ ქნა და ჯობია კარგ ფასად წავიდეს 😉

  • La Pulga10
    schedule 08 მაი 2021, 13:07

    nika 54,
    კაი პორტო და ინტერით ჩემპიონთა ლიგის მოგება არაფერს ნიშნავს ხო?

  • nika 54
    schedule 08 მაი 2021, 13:02

    ეს მოურინიო, თავი რო მსოფლიოში საუკეთესო გონია, ვერსად ვერ მოერგო და ციგანივით დადის აღმა დაღმა, და კაი ფულსაც შოულობს. როგორც წავიკითხე მარტო კომპენსაციებით, გუნდებიდან გაგდების გამო თითქმის 100 მილიონი აქვს ნაშოვნი. და რით ვერ ისწავლა ამ ხალხმა რო ეს კაცი არ არის მწვრთნელი, ერთი უბრალო თარჯიმანია, რომელიც ბობი რობსონმა ბარსაში მოსვლის დროს სწორედ თარჯიმნად მოიყვანა, თუმცა ნელ ნელა აითვისა და მწვრთნელობაც დაიბრალა. ინგლისში ამას სასკოლო ავტობუსის მძღოლს ეძახიან, სასკოლო იმიტომ რო ძალიან ფრთხილობს ბურთი არ გაუშვას და ფეხბურთის სილამაზე და სილაღე სულ ფეხებზე კიდია. მაგის დროინდელი რეალი იყო უსაზიზღრესი გუნდი, სადაც არბელოა(ეხლახან, რო აღნიშნა მე მესის ფეხბურთით სიამოვნებას ვერ ვიღებ და ერთი სული მაქვს ფეხბურთიდან როდის წავაო)ხოდა ეს არბელოა მესისთან მივიდოდა ხოლმე და ვითომ მეგობრულად სახეზე მოუსვამდა ხელს და როგოორც კი მსაჯი შებრუნდებოდა ძლიერად ურტყავდა სახეში. ეხლა პეპე და რამოსი რეებსაც კადრულობდნენ ის ყველას ახსოვს.

  • M10 S9 D11
    schedule 08 მაი 2021, 12:46

    გაატანეთ არაფერში არ ვარგა