ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა:”არგენტინამ თავის სტილში უნდა ითამაშოს”

მარადონა:”არგენტინამ თავის სტილში უნდა ითამაშოს”

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად დუბაის ერთ-ერთი კლუბის,  “ალ-ვასლის” თავკაცმა და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო არმანდო მარადონამ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების შედარება კატალონიის “ბარსელონასთან” არ შიძლება.

მისი თქმით, არგენტინას “ბლაუგრანას” მსგავსი თამაშის ჩვენება არ შეუძლია.

“ნათელი გახლავთ, რომ კატალონიის “ბარსელონა” ყველასგან გამორჩეულ და განსხვავებული სტილის თამაშს თამაშობს. ისინი ამჟამად თავისი კარიერის პიკში იმყოფებიან. ასევე არსანიშნავია მათი მეკარის, ვიქტორ ვალდესის თამაშიც, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა და ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. ორი წლის წინ იგი მისკენ წასული ბურთების უმეტესობას უშვებდა, მაგრამ ახლა ისეთ დარტყმულს იგერიებს, რომლის  აღებაც წარმოუდგენელია. არგენტინული ფეხბურთის სათამაშოდ მოდით არგენტინულად ვითამაშოთ, ხოლო ”ბარსელონაზე” გვარდიოლამ იზრუნოს. ძალიან ბევრი ვიცინე, როცა გავიგე, რომ არგენტინას ”ბარსას”  სტილში უნდა ეთამაშა. ჩვენ უნდა ვითმაშოთ არგენტინის ნაკრების მსგავსად, რადგან არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჩავი, ინიესტა, პიკე და სხვა” – განაცხადა მარადონამ “MARCA”-სთან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში