ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაზილია წაგებას გადაურჩა

ბრაზილია წაგებას გადაურჩა

გუშინ ღამე გაიმართა “კოპა ამერიკის” მორიგი მატჩი არგენტინაში. ამჯერად ერთმანეთს ბრაზილიისა და პარაგვაის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში მონაწილეობა კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვესმა მიიღო. ადრიანო კორეია კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

სხვათაშორის, ეს მატჩი დანისთვის საიუბილეო იყო. მან  ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით 50-ე შეხვედრა ჩაატარა. ეს თამაში არ იყო ალვეშისთვის კარგი. მან არადამაკმაყოფილებელი შთაბეჭდილება დატოვა.

ბრაზილიის ნაკრები ჟადსონმა დააწინაურა, მაგრამ მას სანტა კრუზმა უპასუხა, თანამემამულეს არც  ჩვენთვის ცუდად გასახსენებელი ნელსონ ვალდესი ჩამორჩა. ანგარიში 2-1 გახდა პარაგვაის სასარგებლოდ. ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მაინც მოახერხა და ბევრი შრომის შედეგად ქულას გამოჰკრა ხელი (ფეხი). ბრაზილიელები  ფრედმა გადაარჩინა, მაგრამ ასევე აღსანიშნია განსოს ბრწყინვალე გადაცემა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2–2 დასრულდა.
     
                                           შემოგთავაზებთ მატჩის ვიდეომასალას
  
                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=_G9NaDvb8FQ]                                           

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში