საკმაოდ გავლენიანი გამოცემის, ”ESPNsoccernet”-ის ცნობით, “ბარსამ” ნეიმარს შესთავაზა, რომ ის კატალონიაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გადაბარგდეს.
მოგეხსენებათ, ნეიმარის დიდი სურვილია საკლუბო მუნდიალის ოგება, რის გამოც ის ამ ზაფხულს ბრაზილიურ “სანტოსში” რჩება. ამის გამო შესაძლოა ის ევროპაში, კერძოდ კი “ბარსელონასა” ან “რეალში” ზამთარში გადაბარგდეს.
ამჯერად კატალონიელებმა დაასწრეს მადრიდელებს და ნეიმარს შესთავაზეს, რომ ის კატალონიაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადმობარგდეს. მისი ფასი 45 მილიონი ევროა. “ბარსას” დიდი სურვილი აქვს შეიძინოს ბრაზილიელი ტალანტი. მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბის პრეზიდენტს, სანდრო როსელსაც მოსწონს ბრაზილიელი და სავარაუდოდ ის მისთვის ფულს არ დაინანებს.
ნეიმარი ნამდვილად გაურკვევლობაშია, რადგან მისი მწვრთნელი, რომელსაც ფორვარდი დიდ პატივს სცემს მას “ბარსაში” გადასვლას ურჩევს და ამ ფაქტს იმით ახსნის, რომ ნეიმარი–მესის დუეტი საოცრებებს მოახდენენ. მისმა აგენტმა კი განაცხადა, რომ არჩევანი მისი გასაკეთებელი, რომ იყოს ის მადრიდულ კლუბს აირჩევდა.
ვიდეო ნეიმარზე
[media=http://www.youtube.com/watch?v=6AxBHZbUeCs]
