როგორც იცით, “ბინდის საგის” გარდა არსებობს არანაკლებ ცნობილი – საგა სესკ ფაბრეგასის შესახებ. “თვაილაითისა” რა გითხრათ, მაგრამ ბრიტანული გამოცემის, “The Mirror”–ის ცნობით საგა კატალონიელი ჭაბუკის შესახებ დასასრულს უახლოვდება.
გამოცემის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” დამრიგებელმა, პეპ გუარდიოლამ პირადად თხოვა მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბის პრეზიდენტს, სანდრო როსელს, რომ გაურკვევლობას ბოლო მოუღოს. მისტერის აზრით დროა სესკი “ბარსაში” დაბრუნდეს. კატალონიელთა თავკაცმა პრეზიდენტს პირადი თხოვნით მიმართა, რომ გადაუხადოს “მეთოფეებს” 35 მილიონი ფუნტი ანუ 40 მილიონი ევრო და ფაბრეგასი სახლში დააბრუნოს. სწორედ ეს თანხა სურს “ბოროტ ბაბუას”, არსენ ვენგერს, რომ მისი კლუბის მთავარ ვარსკვლავს კატალონიაში დაბრუნების ნება მისცეს.
ფაბრეგასმა განაცხადა, რომ არანაირი ტრავმა არ აწუხებს. შესაბამისად ვენგერის ნათქვამი მის მიერ მორიგი შეთხზული ზღაპარი აღმოჩნდა. სესკი თავის მხრივ ცდილობს და “არსენალის” ხელმძღვანელობას უბიძგებს, რომ “ბარსაში” გაუშვან.
დროა სამართალი აღსდგეს!
