ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენს” “ბარსელონასთვის” 1.5 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება აქვს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით, საქმე “ბარსადან” “პარი სენ-ჟერმენში” რაფინია ალკანტარას გასულ წელს განხორციელებულ ტრანსფერს ეხება. ბრაზილიელი ნახევარმცველისს ტრანსფერის დროს კლუბებს შორის შეთანხმებული ერთ-ერთი ცვლადის მიხედვით, თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდოდა, მას კატალონიური კლუბისთვის 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.
პარიზელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი “ბლაუგრანას” ხსენებულ თანხას გადაუხდიან.
ისე ბართომეუს დროს რა ჩმორი ხელმძღვანელობა გვყავდა.ინტერმა ეს იჯარით აიყვანა გამოსყიდვის ვალდებულებით იხმარეს და მოგვიგდეს მერე.არც კი მოგვითხოვია ხელშეკრულების ამ პუნქტის შესრულება.ეგ რო ჩვენ გვექნა გვიჩივლებდნენ და კომპენსაციას მოგვთხოვდნენ ორ იმდენს
ვიდალის ჩემპიონობით მილიონი მივიღეთ. სუარესიც თუ გაჩემპიონდა ცოტას ატლეტიკოც მოგვცემს და მესის ბუცების შესაკერად ფული გვეყოფა
არსაიდან ჩამოვარდნილი მილიონნახევარი
ნეტა ლიგა რო მოიგონ, რამდენს მოგვცემენ. და ამის მეტი არაფერი მიგვიღია მაგათგან?