ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟეფრენი პრიმერაში რჩება

ჟეფრენი პრიმერაში რჩება

ჟეფრენმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ სად ითამაშებს მომავალ სეზონში, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ის არ აპირებს პრიმერას დატოვებას. ზუსტად ეს განაცხადა მან. ამჟამად მას პრიმერას რამდენიმე კლუბიდან აქვს შეთავაზება.

ფეხბურთელზე მოთხოვნილება სულ უფრო მატულობს. რამდენიმე დღის წინ ერთი ვარიანტი გამოირიცხა. ახლა უკვე ზუსტადაა ცნობილი, რომ სუარესი უნაი ემერის გუნდში არ იასპარეზებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენენ ”სევილია” და ”ატლეტიკო”. ორივე კლუბი მზადაა მოლაპარაკების დასაწყებად. მოსალოდნელია, რომ ჟეფრენის საკითხი მომავალ კვირას სერიოზულად განიხილება.

თავად ”ბარსელონა” არ კარგავს იმის იმედს, რომ ფეხბურთელს ალექსის სანჩესის ტრანსფერში გამოიყენებს და ამით დაახლოებით 3 მილიონ ევროს მოიგებს, თუმცა ჟეფრენმა არ ისურვა იტალიურ კლუბში თამაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში