კვლავ გრძელდება მოლაპარაკებები ”ბარსელონასა” და ”უდინეზეს” ხელმძღვანელებს შორის. კლუბები ვერ თანხმდებიან სატრანსფერო თანხის გადახდის საშუალებაზე.
”უდინეზემ” უარი თქვა ალექსის სანჩესის გაყიდვაზე, რომელშიც ”ბარსელონამ” მათ 26 მილიონი ევრო და ბელორუსელი ნახევარმცველი, ალექსანდრ გლები შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მარკამ გაავრცელა.
იტალიური კლუბის მესვეურები თვლიან, რომ გლები ხშირად ტრავმიანობს. ”უდინეზე” გეგმვას ალექსის სანჩესის ტრანსფერში დაახლოებით 35 მილიონი ევრო მიიღოს.



