“ბარსელონას” ქალთა გუნდმა “იოჰან კრუიფზე” “პარი სენ-ჟერმენი” 2-1, ორი მატჩის ჯამში კი 3-2 დაამარცხა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის პირველ ტაიმში ჰოლანდიელმა ლიკე მერტენსმა დუბლი შეასრულა, რასაც პსჟ-ს მხრიდან მარია-ანტუანეტ კატოტომ ერთი გოლით უპასუხა.
💙 Un dia de partit….❤️ pic.twitter.com/1SyvsXScl7
— FC Barcelona Femení (@FCBfemeni) May 2, 2021
“ბარსა” ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. პირველად, 2019 წელს, კატალონიელები ევროპის ყველაზე წარმატებულ კლუბს, “ლიონს” შეხვდნენ და 1-4 დამარცხდნენ.
ტურნირის გადამწყვეტი დაპირისპირება 16 მაისს გაიმართება და “ბარსას” მეტოქე “ჩელსი” ან “ბაიერნი” იქნება.



