“გრანადასთან” დაშვებული შეცდომებისა და გადახალისებული შემადგენლობის შემდეგ რონალდ კუმანი “ვალენსიასთან” ნაკლები ექსპერიმენტის ჩატარებას შეეცდება და უფრო ნაცად თერთმეტეულზე გააკეთებს აქცენტს.
ქვემოთ 3 სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას განვიხილავთ, რომელიც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, შესაძლოა, ღამურებთან გამოიყენოს.
ვარიანტი N1
იქიდან გამომდინარე, რომ “ბარსას” დარჩენილ ხუთივე თამაშში გამარჯვება ესაჭიროება, რონალდ კუმანისათვის უმჯობესი იქნება, თუ სწორედ იმ თერთმეტეულზე შეაჩერებს არჩევანს, რომელსაც ბოლო 2 თვის განმავლობაში სტაბილურად იყენებდა.
ვარიანტი N2
მას შემდეგ რაც მინგესას რონალდ კუმანთან უთანხმოება მოუვიდა, “გრანადასთან” შეხვედრაშიც პირველი გოლი სწორედ მის შეცდომას მოჰყვა. ასე რომ, არ იქნება გასაკვირი, თუ მის ნაცვლად რონალდ არაუხოს ვიხილავთ.
შემტევ ზონაში უსმან დემბელეს დაბრუნებაც არ უნდა გამოვრიცხოთ, ნახევარდაცვაში კი – სერჟი რობერტო და მორიბა საწყის თერთმეტეულში კიდევ ერთხელ მოხვდებიან.
ვარიანტი N3
წინა მატჩში 3-5-2 ტაქტიკის დროს “ბარსელონას” საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა. ამიტომ, შესაძლოა, “ვალენსიასთან” 3-4-3 ფორმაცია ვიხილოთ. ამ შემთხვევაში პედრი კვლავ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება, შეტევაში უსმან დემბელეს ჩართვის შემთხვევაში კი მას გრიზმანის ჩანაცვლება აღარ მოუწევს.
ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრა “მესტალიაზე” ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.




მესამე ვარიანტი მხიბლავს და ვფიქრობ გაამართლებს ეგ ტაქტიკა
ტერ შტეგენი
პიკე-არაუხო-ლენგლე
დესტი-დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი-ალბა
მესი-გრიზმანი
პედრი-მორიბა
გრიზმანი-დემბელე
ბუსკეტსი-პიანიჩი
დესტი-რობერტო
პიკე-მინგესა
არცერთი არ ვარგა, დააყენოს 4-3-3 აქ უფრო მეტი საშუალებაა შეტევის, თორემ აგერ 80 წუთი ბურთი გვიჭირავს და მეტოქის საჯარიმოს გარეთ ვაგორავებთ კარგად თავდაცულ გუნდებთან. როგორც ეს გრანადასთან მოხდა.
კი დარწმუნებული ვარ, ასეთ შანსს რეალი არ გაფლანგავს. მფლანგველები ჩვენ ვართ კუმანის თამადობით. აი ვალვერდეს კი ჩემპიონატზე გუნდი ამ დონეზე არ დაყავდა.
Ravi dzmao egre ambobdit sharshanac magram ki gavxdit chempionebi❤
ვერა ორს მაინც გატეხავს!
რა მაინტერესებს ვინმეს გონია რო ეს რეალი ყველა დარჩენილ თამაშს მოიგებს?
ქრისტე აღსდგა!
მრავალ აღდგომას დაესწარით ყველა თქვენი ოჯახებით ჯანმრთელები და
ბედნიერები!
გფარავდეთ ძე ღვთისა!
💞💞💞💞💞
ამ სეზონში ბარსას არ გაჩემპიონებაზე მეტად რეალის გაჩემპიონება მეწყინება
შე ბჯ რა მაიმუნი გუნდი ყოფილა რეალი, კიარ გატეხა თამაში 😐
რა აზრი აქვს ახლა რას იზამენ, ატლეტიკოს მაინც ვერ მოუგებენ და რომც მოუგონ რეალი წაიღებს თასს. გრანადასთან ჩასვრის მერე მორჩა ბარსელონას საჩემპიონო ამბიცია. თუ მაინც ჩვენ მივიგეთ გავარტყი ეგეთ ტიტულს, კუმანს ზაფხულში პანღური უნდა ამოარტყა და გააყოლო ნახევარი გუნდი, მარა 2 ტიტული თუ დადო არ გაუშვებენ სამწუხაროდ.
ლენგლე 2 მატჩი არ იყავი და როგორ აირია გუნდი 😏
პირველი ვარიანტი ულაპარაკოდ ოღონდ არაუხო მინგესას მაგივრად
3 იდეალურია უბრალოდ მინგესას ნაცვლად არაუხო
რეალმა ახლაც 0-0 რომ ითამაშოს და ვალენსიას ვერ მოვუგოთ თავისი ფეხით წავა იმედია