ჟოან ლაპორტას წარმომადგენლები ჩავი ერნანდესს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ “ალ სადთან” კონტრაქტი არ განაახლოს. ინფორმაციას Cuatro-ს ჟურნალისტი დავიდ ბერნაბეუ ავრცელებს.
“ბარსელონას” ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ თუ კლუბი ლა ლიგის მოგებას ვერ მოახერხებს, მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან თანამშრომლობა გაწყვიტონ, ჰოლანდიელის წასვლის შემდეგ კი პოსტზე არჩევის მთავარი კანდიდატი სწორედ ჩავი იქნება.
“ბარსას” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით ყატარული “ალ სადი” შიდა ჩემპიონატის უკონკურენტო ლიდერი გახდა. კლუბს აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.
“ბლაუგრანას” წინა ხელმძღვანელობას ერნანდესის მწვრთნელად დანიშვნა კლუბში კუმანის მოსვლამდეც სურდა, თუმცა კატალონიელმა სპეციალისტმა შეთავაზებაზე უარი თქვა.




მერე პასუხი მოვიდა?
და მგონია რო არც მოვა ჯერ,ჯობია იმუშავოს და სათანადო დონეს მიაღწიოს.
და ვაბშე რატო ატყდა ამხელა პანიკა გრანადასთან მარცხზე?
რას ელოდებოდით რო რობერტოებით და ლენგლე უმტიტებით გრანადას შანსები არ ექნებოდა და ყველას მოვუგებდით ბოლო მატჩამდე? გრანადა წელს ისეთ კარგ ფეხბურთს თამაშობს ბევრ კაი გუნდს არც დაესიზმრება.
სამი თამაში რახანც მოიგო გუნდმა ყველას დალაგებული და აშენებული ეგონა კლუბი,პრობლემები ბევრია გუნდში პირველრიგში დაცვაში და აქამდე რო ვართ და შანსები ჯერ კიდევ გვაქვს მეორე ტიტულის მოგების კუმანის დამსახურებაა.
აქ ზოგი შუა სეზონში 4-ეულში მოხვედრას ნატრობდა და ეხლა დარჩენილი ტურებიდან ყველას მოგება და გაჩემპიონება უნდა.
გუნდი ასაშენებელია,ცვლილებებია საჭირო.კუმანის ბრალია სულ ლენგლესა და უმტიტის შორის რო უწევს არჩევანის გაკეთება?კუმანის ბრალია შეტევაში მარტო მესი რო ფაფხურაობს და დეიონგი რომელიც ხან დაცვაში დგას ბოლო მცველად და ხან ნახევარ დაცვაში?
კუმანის ბრალია ცენტრში პედრისგან ახალი ინიესტას შექმნა რო უწევს და ყოველ მატჩში ვერ ათამაშებს რადგან როტაცია ყველა გუნდს ჭირდება,კოზირი ყოველთვის უნდა გეჭიროს თამაშის დროს ცვლილების შემთხვევაში,ასევე კონკურენციაა საჭირო და რობერტოს დაყენებაც ჩვეული მოვლენა იყო.დესტს რო გაჰყვირიხართ რომ გაიტრამვოს მერე უთამაშებელი რობერტო ბოლო გადამწყვეტ ტურებში დააყენოს?გუნდი წნეხის ქვეშ იყო და დაკარგა საჭირო ქულები თუმცა ჯერ ყველაფერი ადრეა და ბოლო ტურებში ქულების დაკარგვას ახლა დაკარგვა ჯობდა.ატლეტიკოც დაკარგავს კიდევ ქულებს და რეალიც.ჯერ წინაა ყველაფერი და
ადრეა კუმანის ჩამოწერაც და დასკვნების გაკეთებაც,რომ დადოს ლა ლიგა რისი დიდი იმედიც მაქვს მერე ხო უკან წაიღებთ იმ სიტყვებს ვაცადაოთ კაცს მუშაობა.
ტრა*ში გაიკეთოს ასე დადებული ლა ლიგა შენი ჭირიმე. ხალხს ფსიქიკა შეგვირყია ამისმა უკლასობამ მთელი სეზონია, მეოთხე ადგილს რომ ვნატრობდით მაგისი ბრალია ლიგიდან გამოვარდნა მაგისი ბრალია, ახლა ლა ლიგაც სანატრელი რომ გაგვიხადა მაგისი ბრალია. წინა 2 წლის განმავლობაშიც დაახლოებით იგივე შემადგენლობა გვყავდა სუას გამოკლებით, ვისი გაშვებაც ისევ კუმანის ბრალია, და ფაქტია ამაზე უკეთეს შედეგებს დებდა გუნდი და უფრო ამბიციურები ვიყავით, დღეს კიდე საშუალო დონეზე ვართ და რა აქ კუმანის ბრალი არაფერია? ზიდანმა ორივე თამაშში ტაქტიკურად რომ იხ*არა, პესეჟემ პირველ შეხვედრაში რომ გააპო, გაფარჩაკებულმა იუვემ რა გვიქნა და განა ამ შეხვედრებში ფეხბურთელებმა იკისრეს ეს ყველაფერი, არამედ ტაქტიკურადაა ის ყველა თამაში წაგებული. შესაბამისად როცა გუნდში მოდიხარ იმისათვის რომ სიტუაცია თავის ადგილზე დააბრუნო და ბარსა ისევ უჩლს ფავორიტად აქციო და ამ დროს ყველა მიღწევას ანადგურებ, ყველა ნორმალურ თუ ძლიერ გუნდთან უპირობოდ მარცხდები და გიყალიბდება წაგებულისა და საშუალო დონის გუნდის მენტალიტეტი, გამოდის შენს საქმეს ვერ ასრულებ ხომ? ვერ ასრულებ კი არა პროგრესის ნაცვლად რეგრესისკენ მიგყავს გუნდი და გამოდის შესაფერისი არ ხარ.
ლა ლიგის დადება ბარსასთან ერთად რომ მწვრთნელის საზომად გაგიხდსბა კაცს..რიავიცი რიავიცი..მაშინ მაგ ლოგიკით ვალვერდეს მთელი ცხოვრება ბარსა უნდა გაეწრთვნა გენც, ტიპმა პირველ სეზონში მხოლოდ ბოლო თამაში წააგო და ესპანეთის სუპერთასი დადო, დარწმუნებული ვარ წელს კუმანს იგივე რაღაც რომ გაეკეთებინა აქ ცაში ავიყვანდით, როცა მაშინ ეს მიღწევები ჩვეულებრივ ფაქტად მიგვაჩნდა, უბრალოდ მდგომარეობამ, კრიზისმა, ხელმძღვანელობამ და თავად კუმანმა ჩამოგვიყალიბა ფანებს ის მენტალობა რომ წელს ბარსა ვერ იქნებოდა ჩემპიონი რათა თავისდროზევე გამომძვრალიყვნენ პასუხისმგებლობებიდან და ხელი შეეხოცათ სხვებისთვის, მაგრამ ჩვენ ხო ბარსა ვართ, აქ ხომ ყოველთვის უკმაყოფილება იქნება თითოეულ წაგებულ თამაშზე, თუმცა აშკარად ჯარგად შეფუთეს ეს ჩაწყობები ფულის აღების მიზნით და კუმანიც თავისი უკლასობით უფრო კარგად უწყობს ხელს ამ ყველაფერს.
იცი რა ჯერ კიდევ ლუჩოს დროს წარმოიშვა დიდ კლუბებთან ჰანდიკაპებით წაგების სცენები და დამცირება,ბოლო სეზონი გავიხსენოთ პსჟ გავიხსენოთ
0-4 იუვე გავიხსენოთ 0-3 და ამას თავი დავანებოთ მაშინვე შეეტყო გუნდს რეგრესი და ვალვერდეც მოათრია აჩკარიკამ,ადგა და ვალვერდემაც ათმაგად ცუდი სტატისტიკა და სირცხვილი დადო ჩემპიონთა ლიგაზე რაც გუნდიდან გაშვების ფასად დაუჯდა,შემდეგ კიკე მოვიდა, რომელსაც ბარსელონა საბალახოდ გამოსული საქონელი ეგონა და მალევე ისიც ზედ მიაყოლეს ვალიკოს.
შემდეგ კუმანი დაინიშნა რომელმაც უნდა უმკურნალოს ამ დაავადებას რაც ბარსას ჭირს და სირცხვილიზმის გამოვლინება ჰქვია და რის აღმოფხვრასაც გუნდის აშენება და რეაბლიტაცია ეწოდება.რაც ერთი სეზონის ამბავი არაა და ამ დაცვის ხაზისაგან და ყველა პოზიციაზე პრობლემის ქონისაგან გამოსწორება ვერ მოხდება.გულშემატკივარს კი სანახაობა ჭირდება,გამარჯვება,ტიტულები ჭირდება ლაღი ფეხბურთის ნახვა უნდა და მოთმენის საშუალება არ აქვს.ეს ყველაფერი პირველრიგში კუმანმა იცის და იცოდა სანამ დაინიშნებოდა ყველაზე კარგად,თუმცა შეტოპა და აიღო პასუხისმგებლობა რთულ საქმეს მოკიდა ხელი,ეყო გამბედაობა,რასაც ჩავიზე ვერ ვიტყვით რომელმაც თავი აარიდა პასუხისმგებლობას და კრიტიკის ქარცეცხლს.რაც სწორი საქციელი იყო.ეს კაცი კი მუშაობს და მუშაობას არავინ აცდის,შენი ლოგიკით ძმა ლუჩოც,ვალვერდეც,კიკეც,კუმანიც არცერთი ფეხბურთის გარტყმაში არაა და იმიტომაა ბარსა ამ დღეში?:დ ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ სად გინახავს ერთ სეზონში აშენებული გუნდები,მანჩესტერი ფერგის შემდეგ შენდება და ჯერაც ვერ აშენებულა,რამდენი მწვრთნელი აღარ გამოიცვალა და მაინც არაფერი ეშველა,იმიტომ რომ დრო ჭირდება.
ზიდანს რო ადარებ ზიდანის რეალი ბარსასგან განსხვავებით იმდენ კრიზისს არ განიცდის რასაც ბარსელონა,დაცვის ხაზი რამოსის გარეშეც კი ჩვენზე ძლიერი ყავს და გამოცდილი,ცენტრშიც ასევე გამოცდილი კროსი მოდრიჩი კაზემირუ ყავს ლიგის თასების მომტანი ფეხბურთელები და ტაქტიკასაც მარტივად უცვლის ზიდანი,შეტევაში თუარ გვჯობია კიდევ ეს დიდს არაფერს ნიშნავს.
რასუნდა ნიშნავდეს ყოველსეზონში მწვრთნელს ცვლიდე და შედეგი მაინც არ გქონდეს იმას რომ გუნდია თვითონ გასაწმენდი,პეპმა მილიარდები დახარჯა სიტიში რათ დახარჯა პეპი არაა? ისედაც ხო მოიგებდა კაცო,მარა ვერ მოიგებდა საქმეც მაგაშია და წლებია მუშაობს გუნდში რომ შედეგი დადოს და ერთ სეზონში კუმანი ვარსკვლავებს ვერ მოწყვიტავს დემბელეთი და ლენგლე უმტიტ ფრანგიანობით.
ძალიან რთული გადასაწყვეტია, წარმატებული თამაში შეუძლიან კუმანს, თუმცა გუშინწინდელი არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა
კუმანი ძალიან სუსტი ტაქტიკოსია.ყველა ძლიერ მეტოქე მწვრთნელთან რომ აგებს ეს ამის ბრალია პირველ რიგში
კიდევ ერთი შანსი და გუნდს უარესი შედეგისკენ წაიყვანს და საბოლოო რეგრესი გარანტირებული აქვს.
ასეთი მცველების ფონზე რატომ გიკვირს?ჯერ მცველები უნდა ვარგოდნენ პირველ რიგში მეკარისთვის ხელების შეწმენდა იოლია.არაფერ შუაშია ტერ შტეგენი საერთოდ.
ბარსამ რომც მოიგოს აწი ლა ლიგა კუმანი მაინც უნდა წავიდეს .რითია ვალვერდეზე უკეთესი იმას დაჟე კუმანზე კაი შედეგი ქონდა.გრანადასთან თამაში იყო უბრალოდ სამარცხვინო.რა უნდოდა რა ჯანდაბის გამო გაუშვა სუარესი გუნდიდან.
არა და არა ჩავი იგივე ლამპარდი და პირლო შემოგვრჩება ხელში,
და მგონია რო არც მოვა ჯერ,ჯობია იმუშავოს და სათანადო დონეს მიაღწიოს.
და ვაბშე რატო ატყდა ამხელა პანიკა გრანადასთან მარცხზე?
რას ელოდებოდით რო რობერტოებით და ლენგლე უმტიტებით გრანადას შანსები არ ექნებოდა და ყველას მოვუგებდით ბოლო მატჩამდე? გრანადა წელს ისეთ კარგ ფეხბურთს თამაშობს ბევრ კაი გუნდს არც დაესიზმრება.
სამი თამაში რახანც მოიგო გუნდმა ყველას დალაგებული და აშენებული ეგონა კლუბი,პრობლემები ბევრია გუნდში პირველრიგში დაცვაში და აქამდე რო ვართ და შანსები ჯერ კიდევ გვაქვს მეორე ტიტულის მოგების კუმანის დამსახურებაა.
აქ ზოგი შუა სეზონში 4-ეულში მოხვედრას ნატრობდა და ეხლა დარჩენილი ტურებიდან ყველას მოგება და გაჩემპიონება უნდა.
გუნდი ასაშენებელია,ცვლილებებია საჭირო.კუმანის ბრალია სულ ლენგლესა და უმტიტის შორის რო უწევს არჩევანის გაკეთება?კუმანის ბრალია შეტევაში მარტო მესი რო ფაფხურაობს და დეიონგი რომელიც ხან დაცვაში დგას ბოლო მცველად და ხან ნახევარ დაცვაში?
კუმანის ბრალია ცენტრში პედრისგან ახალი ინიესტას შექმნა რო უწევს და ყოველ მატჩში ვერ ათამაშებს რადგან როტაცია ყველა გუნდს ჭირდება,კოზირი ყოველთვის უნდა გეჭიროს თამაშის დროს ცვლილების შემთხვევაში,ასევე კონკურენციაა საჭირო და რობერტოს დაყენებაც ჩვეული მოვლენა იყო.დესტს რო გაჰყვირიხართ რომ გაიტრამვოს მერე უთამაშებელი რობერტო ბოლო გადამწყვეტ ტურებში დააყენოს?გუნდი წნეხის ქვეშ იყო და დაკარგა საჭირო ქულები თუმცა ჯერ ყველაფერი ადრეა და ბოლო ტურებში ქულების დაკარგვას ახლა დაკარგვა ჯობდა.ატლეტიკოც დაკარგავს კიდევ ქულებს და რეალიც.ჯერ წინაა ყველაფერი და
ადრეა კუმანის ჩამოწერაც და დასკვნების გაკეთებაც,რომ დადოს ლა ლიგა რისი დიდი იმედიც მაქვს მერე ხო უკან წაიღებთ იმ სიტყვებს ვაცადაოთ კაცს მუშაობა.
რომელი იყო შტეგენის ბრალი
არცერთი მცველები არ ვარგოდნენ რა უნდა ქნას ტერ შტეგენმა?რა იყო მისი ბრალი?
შტეგენი მინდა მე პირადად
მეც მანდა ვარ მაგრამ პიკეს კანდიდატურასაც ვუჭერ მხარს, ნამდვილად გამოსდის შემოძახება და შემოყვირება,ეგეც უნდა ვაღიაროთ ასე რომ კაპიტნობა პიკესაც ეკუთვნის.
ვფიქრობ , კაპიტანი უნდა შეიცვალოს , მესი კი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა , მაგრამ ვაღიაროთ კაპიტნობა მისი საქმე არააა
კაპიტნად ან ტერ შტეგენი ან პიკე.მწვრთნელად ხავის ვუჭერ მხარს,კუმანს არანაირი შანსი, ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ,ლა ლიგის მოგების შანსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა,კადისთან ალავესთან გრანადასთან ვეღარ იგებს გუნდი ან კორნელიასთან და თუ იგებს გაჭირვებით და ამას მოგება ქვია?ან დამატებით დროში თამაშის გადაყვანით მოგებულს?თან გუნდი რომელიც ბურთს თავზე ახევდა ნებისმიერს და ბურთს უმალავდა 90 წუთი ახლა აქეთ უმალავენ.
რომელი იყო შტეგენის ბრალი
რო იძახით არ არიო მზად ეგრე ზიდანი იყო მზად? არიყო მარა კი ვნახეთ რა შედეგიც დადო მაგრამ ჩემიაზრით იმ პონტში არუნდა მოიყვანოს ლაპორტამ სანამ პიკე ბუსი ალბა ლეო არ წავა
ერთი სეზონი კიდე მივცემდი შანს მე ასე უცებ გაგდებაც არაა სწორი ,ახალგაზრდებს აძლევს შანსს და აქვს რაღაც რაც ბევრ მწვრთნელს აკლია ამიტომ ღირს გარისკვა
mesidona,
მეც შტეგენსა და პიკეს შორის ვარ , ალბას და ბუსკეცს არამგონია ჰქონდეთ კაპიტანის შემართება
Diana,
შტეგენი მინდა მე პირადად
დაღუპა გრანადამ კუმანი და ღირსიც არის!..
გიცავდი კუმან, მაგრამ არ დამიფასე და გზებიც დამილოცნია
ვფიქრობ , კაპიტანი უნდა შეიცვალოს , მესი კი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა , მაგრამ ვაღიაროთ კაპიტნობა მისი საქმე არააა
არ ვიცი,ყველა ვარიანტში კუმანი თუ დარჩა ამან ბარსა ბ მაინც უნდა ჩაიბაროს.