“გრანადასთან” დღეს გასამართი მატჩისთვის “ბარსელონას” შემადგენლობა ცნობილია.
როგორც მოსალოდნელი იყო, სერჟინიო დესტისა და პედრის ნაცვლად სასტარტო თერთმეტეულში სერჟი რობერტო და ილაიშ მორიბა მოხვდნენ. მოულოდნელია კლემან ლანგლეს ნაცვლად სამუელ უმტიტის გამოჩენა.
“ბარსელონას” შემადგენლობა: ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, უმტიტი, რობერტო, ბუსკეტსი, დე იონგი, მორიბა, ალბა, მესი, გრიზმანი.
პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge წარმოგიდგენთ. მათთვის, ვისაც iPhone აქვს და silksport.ge-ზე ვერ უყურებს, საყურებელ ლინკს ჩვენს საიტზე თამაშამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე დავდებთ.




კუმანი ნამდვილი მწვრთნელი?
რობერტოც გასასაღებელ სიაშია ანუ
გვეშველა რახან კუმანი მივიდა იმ დასკვნამდე რომ პედრის დასვენება ჭირდება,კიდევ უფრო გვეშველა თუ მართლა არ აყენებს ემილიან ლენგლეს ძირითადში.
ლენგლე არ გდია სასტარტოში ეს რას მოვესწარით
უმტიტი ბოლოს რო შემოვიდა შეცვლაზე კარგად გამოიყურებოდა და ასეთ თამაშებში ღირს დაყენება თუ დაიტოვეს ეცოდინებათ ჰქონდეთ თუარა იმდი და თუ გაყიდვა დააპირეს ხოუნდა იცოდნენ რას ყიდულობენ
მინგესა რა ტიპია😁ყველა არაუხოს გავიძახდით რა გვეზრდებაო და მინგესა ყოფილა რაც ყოფილა😁
ვაახხხხ კუმანმა პედრი დაასვენა რას ვეღირსეთ
უნივერსალზე რო გაეშვათ რა მოხდებოდა ფუ
ვა ვა.. უჟე ინწირესნო )))
პედრიტი კარგია რო ისვენებს 😁აბა ვნახოთ შავი ბუსკეციშე რას იზავს😁
ყველაზე მეტად სლემბელეს რომ ვერ ვხედავ ეგ მიხარია
მომწონს: პედრი დაადვენა მორიბას დრო მიცა. არ მომეწონა რობერტო რო ჩასვა და ამოაგდო დესტი. არაუხოს რამე ჭირს??? უმტიტი კიდე თუ გვყავდა აღარ მახსოვდა.. მე ვფიქრობ არ უნდა დაეყენებინა..