მემფის დეპაის მომავალი კვლავ გაურკვეველია. ნიდერლანდელს “იუვენტუსი” იწვევს, მაგრამ მას “ბარსელონაში” თამაში სურს.
დეპაის სიტუაცია ძალიან ჰგავს სერხიო აგუეროსას – ზაფხულში ორივე თავისუფალი აგენტი ხდება და ორივეს “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” უკავშირებენ.
Mundo Deportivo-ს ცნობით ამ ორს კიდევ ერთი მსგავსება დაემატა – აგუეროს მსგავსად დეპაიმ “იუვენტუსს” უარი უთხრა და ის მზადაა “ბარსელონაში” უფრო დაბალ ხელფასს დასთანხმდეს. პრობლემა კი ისაა, რომ 27 წლის შემტევის დამატების თაობაზე “ბლაუგრანას” დირექტორთა საბჭოში ერთიანი პოზიცია არაა. ნიდერლანდელის ერთადერთი ლობისტი გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანია, ხელმძღვანელობის პრიორიტეტი კი სერხიო აგუეროა, რომლის მოსვლაც ლეო მესის დარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
მემფის დეპაი “ლიონში” 2017 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადავიდა. ფრანგულ კლუბში მან 175 თამაში ჩაატარა და 74 გოლის გარდა თავი 52 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა.




რა პრობლემაა, ბრეითვეიტს აღარ აჯობებენ, ან ერთი ან მეორე? იქნებ ლეოსთვისაც ეკითხათ რა აჯობებს ბარსასთვის. ადრე ამბობდნენ ლეოს ძმაკაცი უნდა და იმიტომ არ უნდა სუარესის გაშვებაო, გამოჩნდა რო მაგის დონე 9-ნი კი არა საერთოდ კარში დამრტყმელი არა გვყავს. დავიჯერო ლეო არ არის ფეხბურთში იმდენად კომპეტენტური რომ რამე ურჩიოს იმ "ხელმძღვანელობას"?
დემბელეზე უნიჭოა ვითომ?
ვაიმე კუმანი ისე არ გაუშვან ეს რომ არ მოიყვანონ , ცოდვაა კაცი რაც მოვიდა იმის მერე ეს უნდა 😂😂😂😂😂
იუვეს ლოზუნგია, "მუქთი იყოს-კუბო იყოს"
დემბლეს მაგივრად ეს იქნება კანფეტ
აბა რომელ ნიჭიერს ისურვებდით ბარსელონაში დეპაის ნაცვლად
ოღონდ ეს უნიჭო არა რააა(((((
მოდი მერე თუ გინდა სხვას მაინც ვერ მოიყვანენ და შენ მაინც მოდი