მესის პირველი სეზონი ჰეთ თრიქის გარეშე

მესის პირველი სეზონი ჰეთ თრიქის გარეშე

2020/21 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლიონელ მესის ჰეთ თრიქი ჯერ არ შეუსრულებია.

“ბარსელონას” ვარსკვლავმა ამ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, თუმცა 3 გოლი ვერცერთ შეხვედრაში ვერ გაიტანა. Transfermakrt-ს თუ დავუჯერებთ, 2005/06 წლების სეზონის შემდეგ, ჰეთ თრიქის გარეშე ლეოს ეს ყველაზე გრძელი სერიაა.

ლეო მესის ჰეთ თრიქის შესარულებლად 6 თამაში დარჩა, თუმცა, თუ “ბარსას” ლიდერი ამის გაკეთებას ვერ მოახერხებს, ეს იქნება მისი პირველი სეზონი, რომელშიც ჰეთ თრიქის გატანას ვერ შეძლებს. კატალონიელებს მატჩები შემდეგ გუნდებთან დარჩათ: “გრანადა”, “ვალენსია”, “ატლეტიკო”, “ლევანტე”, “სელტა”, “ეიბარი”.

არგენტინელმა ამ სეზონში 33 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მან დუბლი 9-ჯერ შეასრულა.

ცნობისთვის, მესის კარიერაში ჰეთ თრიქი 48-ჯერ შეუსრულებია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • El pistolero 9
    28 აპრ 2021, 10:25

    ატლეტიკოს რო გაუტანოს იიფ

  • me da barca
    27 აპრ 2021, 18:53

    მაგას არ ვიძახდი პენალტი, რომ დაუთმო გრიზმანს, დაერტყა და ჰეთ თრიქიც იქნებოდა.

  • BEQA BARCA
    27 აპრ 2021, 14:34

    ატლეს უნდა შეუსრულოო❤❤

  • Iniesta_8
    27 აპრ 2021, 13:55

    2017 ში ლა ლიგაში არცერთი ჰეთრიქი ჰქონდა თუმცა 37 გოლის გატანა მაინც შეძლო, ნეტა სულ დუბლები ასრულოს და არ მინდა ამისი ჰეთრიქები 20 თამაშში ერთხელ.

  • nika 54
    27 აპრ 2021, 13:49

    რა დროს ჰეთტრიკებია, რონალდუ კი არ არის მარტო თავის გოლებზე იფიქროს. უგოლო სესია ქონდა გრიზმანს და სცადა აზრზე მოეყვანა. გუნდს მთავარი ტიტული დარჩა მოსაგები და ეხლა მაგის გოლებზე კი არა მოგებებზეა მთელი ყურადღება გადატანილი. მოვიგებთ დარჩენილ თამაშებს-ჩემპიონები ვართ, რაც პირველი წრის შედეგებით ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ახლა მხოლოდ მოგებები, ლეომ მამამისსაც კი აუკრძალა კონტრაქტზე საუბარი, იმისათვის რომ კონცენტრაცია არ დაკარგოს თამაშზე.

  • GRIEZMAN✓™
    27 აპრ 2021, 13:42

    და ამ დროს სხვას უთმობს პენალტებს. ეს მხოლოდ მესის შეუძლია

  • AF10
    27 აპრ 2021, 13:26

    ოფიციალურად ნაგელსმანი ლაიფციგს ტოვებს ამ სეზონის ბოლოს და მგონი ბაიერნში მიდის

    ბაიერნი ალბათ რაღაც სასწაული იქნება შემდეგ სეზონში

  • M10 S9 D11
    27 აპრ 2021, 13:14

    იმედია გრანადასთან მიაჰეთ-თრიკებს მარა პენალტებს სხვას უთმობს და 😀

  • cruyff9
    27 აპრ 2021, 13:08

    რანაირად შეასრულებს პენლებს სხვას უთმობს ჩემი ლომიიი😍😍😍