ESPN-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” “პარი სენ-ჟერმენთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. კატალონიელებს პარიზული კლუბის 18 წლის ნახევარმცველის, კაის რუის-ატილის უფასოდ დამატება სურთ.
ფრანგი ფეხბურთელი 6 წლის განმავლობაში “ბარსელონას” აკადემიის წევრი იყო. ის კლუბმა 7 წლის ასაკში დაიმატა, 2014 წელს კი FIFA-ს სანქციის გამო “ლა მასიის” დატოვება მოუხდა. “ბარსას” სანქცია 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელების წესების დარღვევით შეძენის გამო დაეკისრა, შედეგად კი კლუბიდან ყველა ასეთი წესით გადმოყვანილი მოთამაშე წავიდა.
რუის-ატილი პსჟ-ს 2015 წელს შეუერთდა, შარშან კი ძირითად გუნდში დებიუტიც ჰქონდა, თუმცა მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნის შემდეგ აღარ უთამაშია. მის კონტრაქტს ვადა ზაფხულში გასდის.




ჯერ კუბო დაიბრუნეთ რეალმა რო აგაცალათ სწორედ ამ სანქციის გამო და მერე სთხოვეთ პსჟ-ს ამის დაბრუნება, რომელიც როგორც კი გაიგებს პერსპექტიულია და ბარსას უნდაო უცებ მოგიხევთ 100 მილიონს.
ვინ ათამაშონ? პსჟ-ს ფეხბურთელი?
ბარსა ბ-ში ათამაშონ და თუ კარგად ითამაშა დააწინაურონ პირველ გუნდში.ისე ჩავი საიმონსი რას შვება?
Kargia moiyvanet meti axalgazrdebi gundshi💪💪💪💪💪